"ლიბერთი ბანკი" თავის მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს. "ლიბერთი ექსპრესის", გრძელვადიანი საპენსიო სესხების, "სახალხო გზავნილების" რებლენდიგის პრეზენტაცია გუშინ ლადო გურგენიძემ გამართა.
"ლიბერთი ბანკმა" ახალი, უპრეცედენტო პროექტი დანერგა, "ლიბერთი ექსპრესი" უპრეცედენტოა საქართველოს საბანკო სივრცეში. "ლიბერთი ექსპრესის" საშუალებით "ლიბერთი ბანკის" ასი ათასობით კლიენტი შეძლებს მიიღოს მომსახურება ყველგან, სადაც დასჭირდება.
"ლიბერთი ექსპრესი" არის თანამედროვე "ტოიოტას" მარკის მოძრავი და დაცული მიკროავტობუსი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით სეიფით, კომპიუტერით, პრინტერით, ამ ტექნიკის საშუალებით კლიენტები შემდეგი სახის საბანკო მომსახურებას მიიღებენ:
სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელება, კომუნალური გადასახადების გადახდა, პენსიებისა და სოციალური დახმარების აღება, სოციალური და ახალი გრძელვადიანი საპენსიო სესხების მიღება. ამ ყველაფრის განხორციელება კლიენტებს მოძრავი ბანკის, თუ შეიძლება ასე ითქვას, საშუალებით შეეძლებათ.
"ლიბერთი ექსპრესში" 6 მოლარე ოპერატორი იქნება. "ლიბერთი ექსპრესი" 500-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.
2010 წლის აგვისტოდან "ლიბერთი ექსპრესი" შიდა ქართლს დაფარავს. 2010 წლის ბოლომდე კი საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონს.
"ლიბერთი ბანკმა" აღნიშნულ პროექტში 6 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამ დროისთვის "ლიბერთი ბანკს" ჰყავს 3 "ლიბერთი ექსპრესი", რომლის რაოდენობაც წლის ბოლომდე, როგორც ბანკის გენერალური დირექტორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, 85-მდე გაიზრდება.
კიდევ ერთი სიახლე გრძელვადიან საპენსიო სესხებს ეხება. "ლიბერთი ბანკმა" თავის მომხმარებელ პენსიონერებს, რომლებსაც სახელმწიფო პენსია ერიცხებათ, მათზე 18 თვიანი შეღავათიანი დაფარვის გრაფიკით გაიცემა სესხი.
სესხის მინიმალური ოდენობა 600 ლარს შეადგენს. მისი მიღებიდან ყოველ სამ თვეში შეუზღუდავი რაოდენობით შესაძლებელია დამატებითი სესხის მიღება.
სესხის დაფარვისთვის საჭიროა თავდაპირველი ან დამატებითი თანხის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში პენსიის სრული ოდენობა. შემდგომ თვეებში კი დარჩენილი დასაფარი თანხა ნაწილდება თანაბრად მინიმუმ 15 თვეზე (15 თვე ან მეტი დამატებითი სესხის აღების შემთხვევაში). ახალი გრძელვადიანი სესხის მიღება შესაძლებელია "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ "ლიბერთი ბანკი" კვლავაც გააგრძელებს არსებული სახის საპენსიო სესხების გაცემას. პენსიონერებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ არსებულ საპენსიო სესხსა და ახალ გრძელვადიან საპენსიო სესხს შორის.
- გამოვნახეთ საშუალება იმისთვის, რომ ეს ახალი პროდუქტი გაგვეშვა, გრძელვადიანი საპენსიო სესხი ხელმისაწვდომი იქნება ყველა პენსიონერისთვის. სესხის მინიმალური ოდენობა 600 ლარია. მისი დაფარვა შეღავათიანი გრაფიკით ხდება 18 თვის მანძილზე. ასეთი გრძელვადიანი პროდუქტი ძალიან დიდი სოციალური ფენისთვის არასოდეს ჩვენს ქვეყანაში აქამდე არ ყოფილა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამ თვეში ერთხელ მომხმარებელს სესხის გაგრძელების საშუალება ექნება. ასევე ექნება საშუალება დამატებით აიღო სესხი. ვფიქრობ, ეს პროდუქტი პოპულარული იქნება საპენსიო ასაკის მომხმარებლებში, - განაცხადა ლადო გურგენიძემ.
სიახლე ეხება გზავნილის სახელწოდებას. "ლიბერთი ბანკმა" დიდი ხნის მანძილზე არსებულ "სახალხო გზავნილს" სახელი შეუცვალა და "ლიბერთი ექსპრესი" დაარქვა.
"ლიბერთი ექსპრესი" არის ბანკის შიდა ფულადი გზავნილების სისტემა, რომელიც მთელ საქართველოს ფარავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. "ლიბერთი ექსპრესის" მეშვეობით ბანკის კლიენტები შეძლებენ ისარგებლონ სწრაფი ფულადი გზავნილის გაუმჯობესებული მომსახურებით როგორც სერვის ცენტრებში, ისე "ლიბერთი ექსპრესის" მიკროავტობუსებში.
ლადო გურგენიძე, "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე:
- ჩვენი სერვის ცენტრების ქსელიც კი, ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის თანამედროვე საბანკო სერვისი იქნას მიწოდებული. ჩვენ წლების განმავლობაში (180 სერვის ცენტრისა, რომელიც გვაქვს და რომლის განვითარებას კვლავ გავაგრძელებთ) გვიხდებოდა გასვლითი მოლარის მეშვეობით პენსიების და შემწეობის დარიგება, რაც ძალიან ცუდ პირობებში ხდებოდა. ამ ფორმატში, ცხადია, შეუძლებელი იყო პენსიების და შემწეობების გაცემის გარდა სხვადასხვა სერვისის მიწოდება განხორციელებულიყო. ცხადია, ეს ქსელებიც კი ვერ ფარავს ყველა სოფელს, საქართველოს მთელ ტერიტორიას. ამიტომაც, აგვისტოდან ვიწყებთ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის იმ რაიონებში, იმ სოფლებში, რომელსაც ჩვენი სერვის ცენტრების ქსელი კი ვერ ფარავს, ამ ტიპის მიკროავტობუსებით მომსახურებას. ჯამში ვაპირებთ, რომ 85 "ლიბერთი ექსპრესის" მიკროავტობუსი იყოს. აგვისტოში დავიწყებთ სამი საპილოტო მიკროავტობუსით შიდა ქართლის რეგიონიდან, წლის ბოლოსთვის კი საქართველოს მთელ ტერიტორიას დავფარავთ. ამ მიკროავტობუსების მეშვეობით, ცხადია, მოხდება პენსიების და შემწეობების გაცემა, მაგრამ გარდა ამისა, ყველა თანამედროვე სახეობის საბანკო ბიზნესი გახდება ხელმისაწვდომი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. საუბარია კომუნალურ გადასახადებზე, ფულად გზავნილებზე, სოციალური და საპენსიო სესხების აღებაზე. "ლიბერთი ექსპრესის" თითოეული მიკროავტობუსი აღჭურვილია თანმედროვე საბანკო ტექნიკით და, რასაკვირველია, დაცულია. ჩვენ ამ პროექტზე 6 მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ. ეს არის ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული ინვესტიცია, რომელსაც "ლიბერთი ბანკი" განახორციელებს, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ღირსეული, თანამედროვე საბანკო სერვისი განურჩევლად იმისა, თუ სად ცხოვრობს ჩვენი კლიენტი.
















































































მთავარი
კონტაქტი





2010