მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
"რედ ბული" ან ბლეფობს, ან კრიზისშია

დასრულდა წინასასეზონო ტესტები. ორი კვირაც და მელბურნის ალბერტ პარკის ტრეკზე ფორმულა 1-ის ბოლიდები აგუგუნდებიან. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, ვინ იბრძოლებს გამარჯვებებისთვის და ვის ექნება საჩემპიონო ამბიციები. ტესტებმა ამ კითხვებს ნაწილობრივ გასცა პასუხები, მაგრამ ეს პასუხები არადამაჯერებლად მოჩანს, რადგან ტესტებზე ყველა მანქანის სრულყოფას ცდილობს და არავინაა დაინტერესებული საუკეთესო დროის დაფიქსირებით.
ყველაზე ხშირად, შანსების მიმოხილვისას, "მერსედესს" და "რედ ბულს" ახსენებენ. პირველს იმის გამო, რომ ტესტებზე ყველაზე სწრაფი მისი მანქანა იყო. მეორეს კი იმის გამო, რომ ერთთავად ჩრდილში იყო მოქცეული. ბევრი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ წითელ ხარებს თავიანთი რეალური შესაძლებლობა არ უჩვენებიათ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ამის სპეციალურად დაფარვა არაფერს იძლევა...
სამქიმიანების სისწრაფეს მათი თითქმის ყველა მეტოქე აღიარებს.
"რედ ბულის" ჰელმუტ მარკოს თქმით, "მერსედესის" მანქანა, როგორც მინიმუმ, კვალიფიკაციაზე სწრაფი იქნება. "ჩვენ ისინი სერიოზულ მეტოქედ უნდა განვიხილოთ", - აცხადებს მარკო. "მაკლარენის" სემ მაიკლი კი დასძენს, რომ ლუის ჰამილტონი და ნიკო როსბერგი ყველანაირ სიტუაციაში სწრაფები არიან.
რაც შეეხება "რედ ბულს", ავსტრიულ საჯინიბოს ბოლო ტესტებზე პრობლემები ჰქონდა. სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ მანქანაზე ზოგიერთი ცვლილების განხორციელება გაძნელდა. სიტუაციას განსაკუთრებით საბურავების ფაქტორი ართულებს. მარკ ვებერის თქმით, გუნდს კიდევ რამდენიმე კვირის ტესტები ესაჭიროება, მაგრამ ამის საშუალება აღარ აქვს. ფეტელი კი ამატებს, რომ ახალი ნაწილები ისე ვერ მუშაობს, როგორც ინჟინრები იმედოვნებდნენ.
არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ "რედ ბული" ბლეფობს. მაგალითად, ფელიპე მასა ქირქილებს, რომ "რედ ბული" ყოველთვის თავის მოკატუნებას ცდილობს. როსბერგი, მართალია, არ აკონკრეტებს, თუმცა მასაც მიაჩნია, რომ ზოგი გუნდი ბლეფობს. თვით "რედ ბულის" მფლობელი დიტრიხ მატეშიცი აღიარებს, რომ ყველაფერი წესრიგში ვერაა. მილიარდერის თქმით, მთავარ სირთულეს საბურავები ქმნის, თუმცა ეს ყველა გუნდს მეტნაკლებად ეხება. მისი მარჯვენა ხელი მარკო დასძენს, რომ ყველაფერი გეგმის შესაბამისად ვერ შესრულდა და ახლა მიღებული მონაცემების ანალიზის დროა.
მაგრამ გამოცემა "სპიდ უიკის" ტექნიკური ექსპერტი გერი ანდერსონი გამოტყდა: "მე ისევ დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო მანქანა "რედ ბულისაა". ამავე დროს, "მერსედესმა" სასიამოვნოდ გაგვაოცა. მათ გარდა, "ლოტუსსაც" მოწინავეთა შორის მოვიაზრებ, თუმცა, მათ საიმედოობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდათ. რაც შეეხება "მაკლარენს", გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი".
და რა მდგომარეობაშია "ფერარი". ფერნანდო ალონსო აღიარებს, რომ ა138 შარშანდელ მანქანაზე ორასჯერ უკეთესია. ტესტ პილოტი მარკ ვებერი მას კვერს უკრავს. მისი თქმით, ამ სეზონშიც გამარჯვებისთვის რამდენიმე გუნდი იბრძოლებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ალონსო მანქანით კმაყოფილიაო. ჩვენ იქ ვართ, სადაც ვგეგმავდით, მაგრამ არ ვიცით, სხვები რა დონეზე არიანო.
დაბოლოს, "ლოტუსზე". კიმი რაიკონენი ახლახანს საჭმლით მოწამლულა, თუმცა ამან მისი სატესტო პროგრამა ვერ შეაფერხა. ის ფიქრობს, რომ გუნდების განლაგება არ შეიცვლება. აგრეთვე დარწმუნებულია, რომ წინ დაძაბული ბრძოლები ელის და დროებს შორის სხვაობა კიდევ უფრო შემცირდება. ამაში მას სრულად ეთანხმება "მაკლარენის" სპორტული დირექტორი სემ მაიკლი.





ავტორი:  მანუჩარ გიორგაძე


კალენდარი
აპრილი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი