მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
ზვიად (თემურ) ჯანჯღავას მონატრება

უფალო, მიხსენ, კვლავ ამინთე გულში ნათელი და სულს მოჰფინე შორეული სივრცის ნათელი (გ. ჩოხელი )


გაუსაძლისი ტკივლი და უსაზღვრო მონატრებით გაილია ოცი წელი უშენოდ. მოულოდნელად ჩაიფერფლა ჩემთვის უძვირფასესი სიცოცხლე. რა ულმობელია დრო, ჩვენ ხომ ერთმანეთის იმედით ვიყავით ორნი - მე და შენ. ზოგჯერ ცოცხლად დარჩენა უფრო ძნელია, ვრზუნავდი, გიფრთხილდებოდი, მაგრამ ვაი ვერ გიშველე.
უნაპირო სევდა, გაუსაძლისი ტკივილი, მშობლიურ კუთხეში დაბრუნების წყურვილი და... საფლავის მონატრება, ყოველივე ამას ჩვენი სული იტევს. ზვიად დარდი დარდს ემატება და უზარმაზარი ფიქრის გორის მწვერვალზე შენ დგახარ. შენი წმინდა საფლავი გვენატრება, გარინდული ყველასაგან მოკრძალებას რომ ითხოვს.
1993 წლის 6 მარტი ჩვენთვის ავადმოსაგონარი დღეა, მტერთან ბრძოლაში გიმხსვერპლა მუხანათმა ტყვიამ, საქართველოს შესწირე შენი ლამაზი და საინტერესო სიცოცხლე. უანგაროდ ემსახურე შენს მამულს. ბედნიერ მომავალზე ფიქრობდი, მაგრამ არ დაგცალდა. სიცოცხლეში გამორჩეული იყავი და სიკვდილიც გმირული გერგო.
შენი საფლავი შორსაა ჩვენგან, სოხუმის მიწაში განისვენებს შენი წმინდა სული და სხეული და გვიათკეცებს უშენობის სევდას. შენი სურათებია შენი საფლავი და იმედი, იმედი იმისა, რომ სადღაც გვეგულები და შევხვდებით ერთმანეთს.
დღეს ეკლესიაში მოვიგონებთ შენს სულს, შენდობას ვიტყვით შენზე, რომ ჩვენს დათუთქულ გულებს შვება მიეცეს.
რა მძიმეა იარა, რომელიც შენმა დაკარგვამ მოგვაყენა.
დიდი გული გქონდა, ტყვიაც გულით დაიჭირე. ბედისწერამ ქრისტეს ასაკში გარგუნა სიკვდილი, ალბათ, ესეც რჩეულთა ხვედრია. იბრძოდი სოხუმის მისადგომებთან, 1993 წლის 6 მარტს მტრის სნაიპერის ტყვიამ განგმირა შენი სიცოცხლე.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდი მედლით "მხედრული მამაცობისთვის" და ვახტანგ გორგასლის ||| ხარისხის ორდენით.
ვევედრები არსთა გამრიგეს, დაგიმკვიდროს "სასუფეველი ცათა შინა". მაპატიე, რომ უშენოდ გრძელდება ჩემი სიცოცხლე.

მეუღლე მზია, ახლობლები



კალენდარი
აპრილი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი