მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
ივანიშვილი შეეცადა, თანამოქალაქეები დაემშვიდებინა: საქართველოს "ჩრდილოვანმა" ლიდერმა სააკაშვილს ურჩია, თავისი შვილები გაგზავნოს უკრაინაში
ოთხშაბათ საღამოს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა ხელისუფლებაში თავისი დაბრუნება. ეს მან გააკეთა ტელეარხ "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში, თუმცა ზოგიერთი შესწორებებით. საქართველოს "ჩრდილოვანმა" ლიდერმა შეფასება მისცა ქვეყანაში ვითარებას, გაგვიზიარა ზოგიერთი იდეა, აგრეთვე აღნიშნა ზოგიერთი დანაპირების გამეორება, რომლებიც მან მისცა 2012 წლის შემოდგომაზე ქვეყნის პარლამენტში საარჩევნო კამპანიის დროს.
ბიძინა ივანიშვილის ტელეეკრანზე გამოჩენა დროული იყო. იქნებ ეს უფრო ადრეც უნდა გაეკეთებინა საპროტესტო განწყობილებების შესამცირებლად. ეროვნული ვალუტის ლარის კურსმა ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ კვლავ დაბლა დაიწია და გადალახა ორი ნიშნული ამერიკის დოლართან შედარებით. ეკონომიკა - სტაგნაციაშია. გამოქვეყნებული ცნობები სავაჭრო მოცულობათა შემცირებასთან დაკავშირებით ზოგჯერ ცრემლებსაც კი იწვევს. ქვეყნის შიგნით შეინიშნება კრიმინალური დონის ამაღლება. საგარეო პოლიტიკაში კვლავ აქტუალურია ძალისხმევა - შეინარჩუნონ თუნდაც დასავლეთთან არსებული დონე. არ არის პროგრესი რუსეთთან კავშირურთიერთობებში - ეს ყოველივე შეზღუდულია ეკონომიკური სფეროთი. საერთო კრიზისის გათვალისწინებით, შეიძლება ვისაუბროთ ერთგვარ რეგრესზე ამ ნაწილშიც.
მოსახლეობა გაწბილებულია "ქართული ოცნების" მართვით და უკმაყოფილება იზრდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რევანში, რომელიც უნარიანად იყენებს სოლიდურ საინფორმაციო რესურსებს "ქართული ოცნების" კრიტიკისა და საკუთარი პიარისთვის, უკვე აღარ გვეჩვენება უძლურად უახლოეს არჩევნებში. და ეს, ქვეყნის ზოგიერთი წამყვანი ექსპერტის აზრით, იქნება ყველაზე უარესი ვარიანტი მოვლენათა განვითარების საქმეში საქართველოში. და არა იმისთვის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ატარებს ერთგვარ უარყოფით პოლიტიკურ დატვირთვას, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ნაციონალები დაიწყებენ "სამართლიანობის აღდგენას" თავისებურად და ეს აუცილებლად შემოტრიალდება, როგორც ანგარიშსწორება ოპონენტებთან და სხვა უარყოფით მოვლენებთან.
სხვათა შორის, როგორც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან გახდა ცნობილი, ახალი ხელისუფლება სავსებით გრძნობს, რომ მის მიერ გამოცხადებული "სამართლიანობის აღდგენის" დამთავრებამდე ჯერ კიდევ შორსაა. ექს-პრემიერის სიტყვებით, წინა ხელისუფლების მიერ ქვეყნის მოსახლეობის ზარალის კომპენსაციისთვის საჭიროა დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი. "სამართლიანობის აღდგენა ძალიან გაჭიანურდა. ჩვენ ვიკისრეთ ეს ვალდებულება, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით. ჩვენ ხშირად, ჯერ კიდევ ჩემი პრემიერად ყოფნის დროს, ვპირდებოდით მოსახლეობას, რომ ვემზადებით ამისთვის. თებერვლიდან ეს პროცესი დაიწყება, დაგვპირდა ირაკლი ღარიბაშვილი. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, საკითხი შეეხება მინიმუმ ერთ მილიარდ ლარს - ეს დიდი თანხაა. მაგრამ მზადყოფნა ხელისუფლებას აქვს", - განაცხადა ივანიშვილმა.
თავად ოლიგარქი ხელისუფლებაში დაბრუნებას არ ჩქარობს, არადა სწორედ ეს, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, იძლევა საშუალებას პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ სიტუაციაზე საქართველოში. სხვათა შორის, ივანიშვილმა არ დაიწყო კატეგორიულად უარყოფა ასეთი შესაძლებლობისა, როგორც ამას რამდენიმე თვის წინათ აკეთებდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს საზოგადოებრიობამ გაიგო: თუ ხელისუფლებას არ გავაკონტროლებთ, შეიძლება მივიღოთ ის, რაც მივიღეთ - ხელისუფლება, რომელიც ავლენს ძალადობას ხალხზე. ზედმეტი ნდობა, რითაც საზოგადოებაში ვსარგებლობთ, ზიანს მიაყენებდა ქვეყანას... ამის შესაბამისად, ჩემი დაბრუნება პოლიტიკაში არასწორი იქნებოდა. თუ აუცილებლობა არ გაჩნდება, ხელისუფლებაში არ დავბრუნდები", - განაცხადა ივანიშვილმა.
ამავე დროს მან არ გამორიცხა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. "მე პირადად ეს არ მინდა. საზოგადოება უნდა შეეჩვიოს ცხოვრებას კანონის ფარგლებში, არ დაარღვიოს კონსტიტუცია. ვერ ვხედავ ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას, თუმცა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება... და ამაში არ იქნება კატასტროფა", - მიაჩნია ივანიშვილს.
თუმცა, ოდნავ უფრო ადრე თბილისის გაზეთმა "ალიამ", ოლიგარქის გარემოცვაში წყაროების მითითებით, გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოლიგარქის უკანასკნელი შეხვედრა ქართული ოცნების ლიდერებთან, რომელიც იანვრის შუა რიცხვებში გაიმართა, მთლიანად მიეძღვნა სწორედ პარლამენტის ვადამდელ არჩევნებს, რომელიც საქართველოს პოლიტიკური ველიდან გაიყვანდა ხელისუფლების ყოფილ პარტიას - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. გაზეთმა პირდაპირი ციტატაც კი მოიყვანა ივანიშვილის გამოსვლიდან ვიწრო წრეში, რომლის აზრიც ასეთია: 2016 წლისთვის, როდესაც გაიმართება არჩევნები კონსტიტუციის შესაბამისად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოაგროვებს საკმაო ძალებს თუნდაც იმისთვის, რომ შეედავონ არჩევნების შედეგებს და ამით მიაყენებს სერიოზულ ზიანს ქვეყანას, ამიტომ უმჯობესია, მოეწყოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს ნაციონალებს - ამჟამად ისინი ისეთი ძლიერები არ არიან, რომ გამოიყვანონ ხალხი ქუჩებში და შეეცადონ, მოაწყონ მორიგი რევოლუცია.
ტელეეთერში ივანიშვილს ამის შესახებ არ ულაპარაკია. სამაგიეროდ განაცხადა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დარტყმას მიაყენებენ ფილმის დახმარებით: "ვაპირებთ, გადავიღოთ მხატვრული ფილმი, რომლის სახელწოდებაც იქნება "9(1". ალბათ, მიხვდით, რომ ეს შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან მმართველობას.
ამასთან ერთად მან აღიარა, რომ არც ამჟამინდელი ხელისუფლებაა უცოდველი. "არაერთხელ მითქვამს ამჟამინდელი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის, რომ მის ნათესავებს, აგრეთვე დაცვის მუშაკებს შეუძლიათ, შექმნან დიდი პრობლემები... ყველა ისინი უნდა იქცეოდნენ გაცილებით უფრო თავმდაბლურად", - თქვა ივანიშვილმა, სანამ ჩაერთვებოდა სახელებისა და გვარების ჩამოთვლაში იმ ადამიანებისა, რომლებიც უნდა იყვნენ უფრო თავმდაბლები, შეგვახსენა, თუ რომელი მათგანი რისთვის დაისაჯა. ამით, როგორც ჩანს, საქართველოს ჩრდილოვანმა ლიდერმა აუდიტორიას აგრძნობინა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ყველა წვრილმანი რამეების კურსშია. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო ასევე მესიჯიც, მიმართული ოპოზიციისკენ, რომელიც თავად ქართულ ოცნებაში გაჩნდა. საკითხი შეეხებოდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ალასანიას...
როდესაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ხაზზე საუბრობდა, ივანიშვილი, ფაქტობრივად, გულისხმობდა რუსეთისა და უკრაინის საკითხებს. მოსკოვის მოქმედებას კიევის მიმართულებით მან უწოდა საფრთხე როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. ამავე დროს ივანიშვილმა გააკრიტიკა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების და პირადად ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები ქართველებისადმი - იბრძოლონ უკრაინაში. "დაე მან და მისმა თანამებრძოლებმა გაგზავნონ თავიანთი შვილები ომში უკრაინაში, და მხოლოდ მერე დაიწყონ სხვების აგიტირება", - რამდენადმე გაღიზიანებით შენიშნა ივანიშვილმა. როდესაც შეეხებოდა საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრების დანიშვნას ხელმძღვანელ თანამდებობებზე უკრაინაში, ოლიგარქმა აღნიშნა, რომ "თუ ისინი ძებნაში არ არიან, აქ ცუდი არაფერია". "მაგრამ ამ ხალხმა თავი შეირცხვინა საქართველოში, მაშასადამე, მათ შეუძლიათ, გაიმეორონ იგივე შეცდომები უკრაინაშიც", - აღნიშნა მან.
საათზე მეტი პერიოდის ინტერვიუ ივანიშვილმა დაასრულა შეხსენებით იმის შესახებ, რომ ყოფილი პრეზიდენტის პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სურს დესტაბილიზაცია საქართველოში. მაგრამ იგი ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, არ გააჩნია არანაირი რესურსი.
ექსპერტების წრეში ივანიშვილის ტელეინტერვიუ შეაფასეს, როგორც "დამამშვიდებელი აღგზნებული საზოგადოებისთვის", მაგრამ ისეთად, რომელიც არ შეიცავდა რაიმე პრინციპულად ახალს, იმის გამოკლებით, რომ თებერვალში ხელისუფლება დაიწყებს საფინანსო რესურსების გამოყენებას ბიზნეს-სფეროში სამართლიანობის აღდგენისთვის.


www.ng.ru








კალენდარი
აპრილი  2015
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი