იმედი
2009-04-16
40-მდე საცხოვრებელი სახლი მეწყერმა სიღნაღში შესაძლოა, მიწაში ჩაიტანოს
სიღნაღში, ერეკლე II-ს ქუჩაზე მდებარე 40 - მდე საცხოვრებელი სახლი მეწყერმა შესაძლოა, მიწაში ჩაიტანოს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, გზის გამაგრებითი და საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭირო სამუშაოები სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს.
როგორც სიღნაღის გამგებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნა, გართულებული მდგომარეობის შესახებ მან წერილობით აცნობა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას, რეგიონული ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს. მხოლოდ გზის გამაგრებისათვის გასული წლის მონაცემებით, 128 ათასი ლარია საჭირო. რაც შეეხება სხვა აუცილებელი სამუშაოების ჩატარებას, ეს შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როცა გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია მდგომარეობას ადგილზე დეტალურად შეისწავლის. გარემოს დაცვის სამინისტროდან გვაცნობეს, რომ კომისია სიღნაღში ამ დღეებში ჩამოვა, - განაცხადა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010