თელავის საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვების გადასახადი გაორმაგდა
თელავის საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვების გადასახადი გაორმაგდა. ერთ ბავშვზე 10 ლარის ნაცვლად, მშობელს 20 ლარის გადახდა მოუწევს.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გადასახადის გაზრდას ადასტურებენ. გამგეობის ინფორმაციით, თელავის ხუთ საბავშვო ბაღში საპილოტე პროექტი ხორციელდება, რაც მიზნად საბავშვო ბაღების განვითარებას ისახავს. გამგეობა ირწმუნება, რომ პროექტი მშობლებთან შეთანხმებით ხორციელდება.
გურჯაანმა კარატეში კავკასიის პირველ ღია ჩემპიონატს უმასპინძლა
25 და 26 აპრილს, გურჯაანმა 14-დან 20 წლამდე მოზარდებს შორის, კარატეში კავკასიის პირველ ღია ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ პაკისტანიდან 4, ირანიდან 10, აზერბაიჯანიდან 17 და საქართველოდან 29 სპორტსმენი.
ღონისძიების ორგანიზატორებმა I, II და III ადგილებზე გასული ახალგაზრდები მედლებით, დიპლომებითა და სამახსოვრო თასებით დააჯილდოვეს.
ჩემპიონატი გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საქართველოს კარატე კიოკუშინკაი კან-ის ფედერაციის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010