იმედი
2009-04-16
გურჯაანის რაიონში სასმელ წყალში ნაწლავური ჩხირები აღმოჩნდა
ნიადაგის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ზედამხედველობის სამსახურის მიერ გურჯაანის რაიონში სასმელი წყლის ქიმიური და ბაქ-ტერიოლოგიური შემოწმების შედეგად მნიშ-ვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა, - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ ველის-ციხის წყალსადენიდან აღებულ 4, ასევე სოფელ გურჯაანში, კარდენახში, ჭანდარში, ქოდალოსა და ქალაქ გურჯაანში სასმელი წყლის თითო ნიმუშში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 1 ლიტრ წყალში ნაწლავური ჩხირების რაოდენობა 9 ერთეულამდე დაფიქსირდა.
სპეციალისტების განცხადებით, ნაწლავის ჩხი-რების ნორმა ერთ ლიტრ წყალში 3 ერთეულია, მოცემულ შემთხვევაში კი მაჩვენებელი მაღალია და სასმელი წყალი ადამიანის ჯან-მრთელობისათვის საშიშია.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010