დევნის აქციების ინიციატორების განცხადებით, დედაქალაქში მიმდინარე ხალხმრავალი მანიფესტაციების ფონზე, პრეზიდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩადის და პიარ აქციებს მართავს, რაც ხელისუფლების მოქმედებებს კიდევ უფრო არასერიოზულს ხდის.
პრეზიდენტის ჩამოსვლმადე რაიონების გამგებლები თანამშრომლების ოჯახებსა და ნათესავებში დარბიან და ისეთ ხალხს აქუჩებენ, რომლებიც სააკაშვილს ყელზე მოეხვევიან და მადლობას ეტყვიან. პრეზიდენტს და მის გამგებლებს მუშაობის ამგვარად გაგრძელების საშუალებას აღარ მივცემთ. სადაც მიშა ჩავა, ყველგან მივწვდებით და მოსვენებას დავუკარგავთ. ამ ხელისუფლებამ ხალხს ღირსება წაართვა და ამისათვის პრეზიდენტს თავისუფლად გადაადგილების და ხალხის დაბეჩავების გაგრძელების საშუალებას აღარ მივცემთ, - განაცხადეს აქციების ინიციატორებმა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010