იმედი
2009-04-16
გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციაში გადასვლას უარყოფს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე სირბილაშვილი ოპოზიციაში გადასვლას უარყოფს. არსად არ წავსულვარ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ამ ეტაპზე პოლიტიკისთვის არ მცალია და ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე არ მიფიქრია, - განაცხადა სირბილაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც გასულ კვირას თელავში გამართულ შეხვედრაზე, სადაც განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტის სტიპენდიანტ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადასცა, სირბილაშვილის მეუღლე თამარ შუბითიძე, რომელიც პრეზიდენტის სტიპენდიას იღებს, არ გამოცხადდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი სირბილაშვილის ოპოზიციაში შესაძლო გადასვლას არ გამორიცხავს.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010