იმედი
2009-04-16
აქციებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს ახმეტის რაიონში საარსებო შემწეობის შეწყვეტით ემუქრებიან
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით თბი-ლისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახმეტის რაიონში საარსებო შემწეობის შეწყვეტით დაემუქრნენ. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის რაიონის სოფელ მატანის და მაღრაანის მაცხოვრებლებმა აცნობეს.
სოციალურად დაუცველების თქმით, სოცი-ალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილების სოციალური აგენტები დახმა-რების მიმღებ ოჯახებს აფრთხილებენ, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის შემთხვევაში დახმა-რებას ვეღარ მიიღებენ.
ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყა-ნაში, სადაც იმის მიხედვით ვინ არის ხე-ლისუფლების მხარდამჭერი და ვინ არა, ადამიანები არ იდევნებიან, - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს ახ-მეტის განყოფილების უფროსმა თამარ ონი-აშვილმა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბრალდებებზე კომენტირებისას.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010