მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
იმედი
2009-04-16
ვეჯინის ციხესთან საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, ვეჯინის ციხესთან აღმოჩენილი საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბის გაწმენდით სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.

ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის გამგეობის თანამშრომელმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა აცნობა.

შეგახსენებთ, რომ ვეჯინის ციხესთან საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

სპეციალისტების თქმით, გვირაბი, რომელიც ნაწილობრივ მიწით არის ამოვსებული, შუასაუკუნეებს მიეკუთვნება და სათანადო მეცნიერულ შესწავლას მოითხოვს.

გვირაბი ნაშენია რიყის ქვის დიდი ლოდებით დუღაბზე. სავარაუდოდ, გვირაბი ვეჯინის ციხესთან უნდა იყოს დაკავშირებული.

საინტერესოა ის გარემოება, რომ გვირაბი გაჭრილია კარსტულ გამოქვაბულში, სადავ ყინულივით ცივი სასმელი წყალი გროვდება, რომელიც ხეობაში გამოედინება. გამოქვაბული შემკულია ულამაზესი სტალაგტიკებითა და სტალაგმიტებით.



კალენდარი
აპრილი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი