იმედი
2009-04-16
სოციალურად დაუცველი მოსწავლეები წიგნების გარეშე არიან დარჩენილები
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიზნით, გასულ წელს გამოყოფილი თანხის მიუხედავად, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 65 მოსწავლე, რომელიც სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში სწავლობს, წიგნების გარეშეა დარჩენილი.
სოფელ გურჯაანის საჭარო სკოლის პედაგოგების განმარტებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის კუთვნილი 3250 ლარი განათლების სამინისტრომ შეცდომით გურჯაანის გიმნაზიას ჩაურიცხა.
მოგვიანებით, გურჯაანის გიმნაზიას აღნიშნული თანხის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის ანგარიშზე გადარიცხვა თავად განათლების სამინისტრომ მოსთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში 65 მოსწავლე დღემდე სასწავლო სახელმძღვანელოების გარეშეა დარჩენილი.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010