იმედი
2009-04-16
ოპოზიციის მტკიცებით, თელავის საკრებულოს წევრმა უმწეოთა თანხები მიითვისა
ალიანსი საქართველოსთვის თელავის რაიონული შტაბის წევრი არჩილ ჯორჯაძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "მაჟორიტარის" თავმჯდომარეს კახა ენუქაშვილს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან უმწეოთა და უპოვართათვის გამოყოფილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებს.
ჯორჯაძემ რადიო "ჰერეთს" განუცხადა, რომ თანხების მითვისების ფაქტზე კახა ენუქაშვილისთვის თელავის რაიონულ სასამართლოს წინასწარი პატიმრობა უნდა შეეფარდებინა, მაგრამ ზემდგომი ორგანოებიდან განხორციელებული ზარების შემდეგ, მასზე აღძრული საქმე შეჩერდა.
დღეს სამსახურში არიან ისეთი ადამიანები რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კრიმინალში" - განაცხადა ალიანსის წევრმა.
კახა ენუქაშვილი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. იგი ამბობს, რომ უმწეოთა და უპოვართათვის გამოყოფილ თანხებთან შეხება არასდროს ჰქონია.
რაც შეეხება კრიმინალს, ჯორჯაძემ საკუთარ ოჯახში ეძებოს" - განაცხადა ენუქაშვილმა.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010