იმედი
2009-04-16
არასრულწლოვანები გაუსაძლის პირობებში და ძალადობის ქვეშ
და - ძმას, 15 წლის გოგონას და 12 წლის ბიჭს გაუსაძლის პირობებში უწევთ არსებობა. ტანსაცმლის უქონლობის გამო ბიჭი სკოლაში ოთხი წელია რაც ვეღარ დადის. ის არც მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში მიიღეს. გოგონამ კი ამავე მიზეზით სკოლა გასულ წელს მიატოვა. ოროთახიანი ბინა, სადაც და-ძმა ალკოჰოლიკ მამასთან ერთად ცხოვრობს, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. მოზარდები 10 თვის განმავლობაში შუქის გარეშე იყვნენ დარჩენილები და ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ მას შემდეგ აღუდგათ, რაც 12 წლის ბიჭმა ნაგავსაყრელზე იმდენი ჯართი შეაქუჩა, რომ დავალიანება დაეფარა.
დღიურ გამომუშავებაზე ფიზიკურად შრომობს არასრულწლოვანი გოგონაც, მაგრამ ბავშვებს პურის შესაძენად ნაშოვნ ფულს მამა ართმევს, რომელიც ხშირად სვამს. მეზობლების თქმით, ბავშვები მამას ფულს ნებით არ აძლევენ, რის გამოც მთვრალი მამა მათ არყის შესაძენად ფულს დაშინების და ცემის შედეგად ართმევს.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ღატაკია, ისინი საარსებო შემწეობით ვერ სარგებლობენ, რადგან ოჯახის უფროსს, მამას პირადობის მოწმობა არ აქვს.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010