ლომიძისგან აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მიიღეს თუ არა, ამ ეტაპზე ამ საკითხზე თვითონ დაკავებულის თხოვნით არ ვაკეთებ კომენტარს, - განაცხადა ვაჟა ვარადაშვილმა. მისივე თქმით, დაკავებული ექსპერტმა უკვე შეამოწმა და მას დაზიანებები, რომელიც შესაძლოა, დაკავების შემდეგ ყოფილიყო მიღებული, არ აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ, 28 აპრილს, გვიან ღამით, ყვარელში მომ-ხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ვანო ლომიძის ჩვენება გუშინ გაავრცელა. ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ საკუთარ ავტომანქანას ცეცხლი გაპიარების მიზ-ნით წაუკიდა.
"2008 წლის არჩევნებში "რესპუბლი-კელების" სიით ყვარლის რაიონში გავ-დიოდი კენჭისყრაზე. ყოველდღე პიარი მინდოდა, რომ ვიღაცამ ვიღაცას სცემა, ვიღაცამ ვიღაცა დააყაჩაღა. ვიფიქრე, გამოვიყენებდი სიტუაციას და საკუთარ მანქანას ცეცხლი წავუკიდე. მთავარი იყო გაპიარება",- ნათქვამია ლომიძის ჩვენებაში.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010