* * *
მიცკევიჩი ფრანგ სტუდენტებს შეხვდა პარიზში და განაცხადა: პოლონელებს ისე უყვართ ფრანგები, რომ საფრანგეთში ჩამოსვლიდან მეოთხე დღეს უკვე კარგ ფრანგულზე საუბრობენო.
ერთმა ენამახვილმა სტუდენტმა შენიშნა:
- მუსიე, როგორც ჩანს, თქვენ სამი დღეა, რაც ჩამოხვედით.
* * *
ანდრე მორუას ჰკითხეს:
- ვინ უფრო შესცვალა კაცობრიობის ისტორია - ალექსანდრე მაკედონელმა თუ ნაპოლეონმა?
- მას შემდეგ, რაც ცივილიზაცია არსებობს, ყველაზე მეტად ისტორია ისტორიკოსებმა შესცვალეს!
* * *
ჟორჟ სანდი ხშირად იცვლიდა ქმრებს და საყვარლებს. პროსპერ მერიმეს რომ გაეყარა, ალფრედ მიუსე გაიცნო და ძალიან მოეწონა.
ეს შეამჩნია მიუსემაც და დაუწერა ლექსი, რომელიც ასე იწყებოდა: "როდის ინებებთ, საყვარელი რომ გახდეთ ჩემი?".
ჟორჟ სანდმა ლექსითვე უპასუხა და ლექსი ამ სიტყვით დაიწყო: "ამაღამ...".
* * *
ლაფონტენი ძალიან გულმავიწყი გახლდათ. ერთხელ ერთ მეგობარ მწერალთან გადაწყვიტა სტუმრობა.
- ერთი თვის წინ გარდაიცვალა, - უთხრა მოსამსახურე ქალმა და დასძინა, - თქვენ ხომ მის დასაფლავებაზე სიტყვა წარმოთქვით.
- დიახ, დიახ, - გაიხსენა მეიგავემ, - ისეთი კარგი მეხსიერება მაქვს, შემიძლია ჩემი გამოსათხოვარი სიტყვის ტექსტი ზუსტად ჩაგაწერინოთ.
და მიმოდიან ცას და მიწას შორის - ადამიანები.
განუწყვეტლივ, ოფლშეუშრობლად.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010