მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საგურამო
2001-11-01
სოსო გოლიაძე: გაქცევა ამოუცნობი დაუდევრობიდან

გიორგი ალიბეგაშვილი, "წმ.გრიგოლ ნოსელის ანთროპოლოგიური შეხედულებები", თსუ, 2000 წ.

ფილოსოფიურ, უცხო სიტყვათა თუ სპეციალურ სამეცნიერო ლექსიკონებში ანთროპოლოგიზმი, როგორც ტერმინი, ასეა განმარტებული - ბერძნ. "ანთროპოს" და "ლოგოს" - ადამიანი და მოძღვრება - მარქსამდელი მატერიალიზმის დამახასიათებელი ნიშან-თვისება, ადამიანის ბუნების უმაღლეს პროდუქტად შეცნობა, ადამიანის ყოველგვარი თავისებურებისა და თვისების ახსნა მხოლოდღა მათი ბუნებრივი წარმომავლობით

მიუთითებდნენ და მკვეთრად აღნიშნავდნენ, რომ ანთროპოლოგიზმი, საბოლოოდ, ახდენს ადამიანის ბიოლოგიზირებას, რასაც უცილობლად მოჰყვებოდა იდეალიზმთან მიახლება, რადგანაც ყოველი საზოგადოებრივი მოვლენა, არსებითად, ხდება დამოკიდებული მხოლოდღა ადამიანის ბუნებრივ თვისებებზე

ერთი სიტყვით, ყველაფერი მოიხსენიებოდა, ოღონდ არა ქრისტიანული ანთროპოლოგია, ნებსით თუ უნებლიეთ, იჩქმალებოდა მრავალი საკითხი და ასპექტი, რომელთაც საუკუნეების მანძილზე შეისწავლიდა ქრისტიანული ანთროპოლოგია, სფერო, რომელიც მოიცავს ადამიანური არსის უპირველესი მნიშვნელობის მქონე პრობლემებს და ყველაფერ ამას, უწინარესად, ბიბლია უდგას ნიშანსვეტად, როგორც ადამიანთმცოდნეობის ხელთუქმნელი ძეგლი. ამ პრობლემათა კვლევა-შესწავლის სფეროში, პატრისტიკული ეგზეგეტიკის დიდ წარმომადგენლებიდან მოყოლებული ერთობ ვრცელი და გრძელი გზაა განვლილი.

"ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" - წმიდა წერილით ჩვენამდე მოღწეული ეს სიტყვები უდევს იდუმალ და თავანკარა სათავედ კაცობრიობის არსობისა და არსებობის მუდამ მოჩქარე, ნიადაგ მღვრიე მდინარებას.

ხილულ თუ უხილავ აფეთქებებით შეძრწუნებული, ყალბი ცხოვრებისეული გამოცანებით აღგზნებული ჩვენი მზერა და გონება ძნელადღა ამოიკითხავს დაბადების ტვიფარებს, როგორც სასოებისმომგვრელ საიდუმლოს - "და ეს სამანი ამოუცნობი, აშორებს რაიც კაცთა გონებას თავის შემოქმედს, არის ჩვენი დაუდევრობა" (ს.ავერინცევი, "ხარება"), მაგრამ, საბედნიეროდ, მოგვეპოვება სხვაგვარი გზნებითა და უბიწო გულისყურით შექმნილი მემკვიდრეობაც. ადამიანის დაბადების, მისი სულიერი და ფიზიკური განვითარების შესახებ მოძღვრებაში ანუ ანთროპოლოგიაში შესანიშნავი ადგილი უჭირავს გრიგოლ ნოსელის თხზულებას "კაცისა შესაქმისათვის", რომელსაც ეძღვნება საკითხის ღრმა ცოდნით შესრულებული მონოგრაფია - "წმ.გრიგოლ ნოსელის ანთროპოლოგიური შეხედულებები", თსუ, 2000 წ. საზოგადოდ, ქართულად ქრისტიანულ და უფრო ადრინდელ მოღვაწეთა სპეციალურ ტრაქტატ-ნაშრომთაგან ბევრი რამ თარგმნილ-გამოცემული და სათანადოდაც შესწავლილია, მაგრამ ჯერჯერობით მაინც კიდევ ბევრი რამაა საძიებო და საღვაწი; სასიამოვნოა, რომ ამ მიმართულებით საქმიანობა კვლავაც გრძელდება, თანაც წარმატებულად, რასაც გიორგი ალიბეგაშვილის წინამდებარე წიგნიც ადასტურებს.

გრიგოლ ნოსელის "კაცისა შესაქმისათვის" შეტანილია პირველ შემადგენელ თხზულებად ქართული ქრისტიანული კულტურის მართლაცდა უნიკალურ ძეგლში - "შატბერდის კრებული". სამეცნიერო ლიტერატურაში მართებულადაა შენიშნული, რომ ეს კრებული სასწავლო დანიშნულებისაა და, აქედან გამომდინარე, წმინდა მამის თხზულებაც იმგვარი მიზანდასახულებისაა, რომ შეგვაცნობინოს ადამიანის შესაქმის როგორც ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლები, ასევე შუასაუკუნებრივი წარმოდგენები ანატომიის შესახებ.

გიორგი ალიბეგაშვილის წიგნი - "წმ.გრიგოლ ნოსელის ანთროპოლოგიური შეხედულებები" - მრავალმხრივ ასპექტს მოიცავს. წინარე მკვლევართა შრომებსა და სპეციალურ სამეცნიერო თეორიებზე დაყრდნობით, ავტორს თავს უდვია ერთობ რთული, არაერთპლანოვანი, მრავალმხრივ საგულისხმო პრობლემათა განხილვა, გაცნობიერება და საკუთარი ნააზრევის მკითხველის სამსჯავროზე გამოტანა.

გიორგი ალიბეგაშვილის დასკვნით, გრიგოლ ნოსელი ერთგვარად უარყოფს ქრისტიანობამდელი ბიბლიური რეალიების რელიგიურ-ყოფით მნიშვნელობას, ოღონდ უნარჩუნებს მათ ღვთაებრიობას წმინდა სიმბოლოთა შემოტანის მეოხებით. ამავე მეთოდებით აანალიზებს იგი ანთროპოლოგიურ საკითხებსაც - უგულვებელყოფს ძველებრაულ რელიგიურ ტრადიციებს და საკუთარ დებულებებს "შესაქმის" წიგნით ამყარებს. გიორგი ალიბეგაშვილი განიხილავს პატრისტიკული ანთროპოლოგიის ყველა ძირითად საკითხს: ადამიანის არსი, მისი მიახლება სამყაროსთან, მისი ადგილი მაკროკოსმოსში და ეხება აგრეთვე ფუძემდებლურ, უმთავრეს ბიბლიურ-ქრისტოლოგიურ დებულებებს. ამიტომ კარგი იქნებოდა, წიგნს დართვოდა ვრცელი რეზიუმე უცხოურ ენებზე, და, ასევე, სამეცნიერო შენიშვნები, განმარტებანი, რითაც ის კიდევ უფრო ფართო წრის მკითხველისათვის იქნებოდა გასაგები და ხელმისაწვდომი.



კალენდარი
ივნისი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი