მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
"შსს-აკადემიამ" დამსახურებულად გაიმარჯვა
ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალური შეხვედრა ქუთაისში, მათსავე სახელობის დარბაზში ჩატარდა. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს "შსს" და საკალათბურთო კლუბი "რუსთავი" დაუპირისპირდნენ. წინასწარ უნდა ვთქვათ, რომ თამაში ძალზე დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და პაექრობასაც უკანასკნელ წუთამდე შერჩა ინტრიგა. ერთი რამ, რაც აკლდა ამ დუელს, მაყურებლით სავსე დარბაზია, რომლის არშევსებაშიც ყველაზე ნაკლები დამნაშავე კალათბურთის რიონისპირელი ქომაგები არიან. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი ინფორმირებული არ გახლდათ. არადა ყველამ ვიცით, რომ ქუთაისში საკალათბურთო პაექრობებს ყოველთვის ესწრება საკმაო რაოდენობის გულშემატკივარი. ფინალში მონაწილეთაგან მხოლოდ "რუსთავს" ახლდა ქომაგთა მცირე ჯგუფი. ქვემოქართლელი გულშემატკივრები საკუთარი გუნდის წევრებს ამხნევებდნენ და ომახიანი შეძახილებით მატჩს ლამაზ ელფერს სძენდნენ.
შეხვედრა რუსთაველთა ლეგიონერის ტერენს ოგლესბის სამქულიანით დაიწყო, თუმცა, პირველი პერიოდის გმირად ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე იქცა, რომელმაც დროის ამ მონაკვეთში 13 ქულა დააგროვა და საკუთარი გუნდის დაწინაურებაში ლომის წვლილი შეიტანა. საერთოდ, ძალოვანთა კლუბის წევრებმა (ჩიკვილაძე, როგავა, წივწივაძე) ფინალში შორეული ტყორცნები ჩინებულად გამოიყენეს. მათგან ერთდროულად შვიდმა კალათბურთელმა მოახერხა სამქულიანი პერიმეტრიდან ზუსტად "გასროლა". განსაკუთრებით პირველ ათწუთეულში იყვნენ დედაქალაქელები ზუსტნი, როდესაც ყველაზე მეტად სწორედ ცინცაძე გამოირჩა. რუსთაველთათვის სამწუხაროდ, აშკარად ვერ გამოავლინეს საუკეთესო თვისებები გუნდის ლიდერებმა - აკაკი დვალიშვილმა, ჰეიდენ ჰამსმა და ლევან ცეკვავამ. მეტალურგთა ქალაქის მოთამაშეთაგან მხოლოდ ტერენს ოგლესბის და მიხეილ ჭოჭუას გამოუვიდათ თამაში. განსაკუთრებით კი ოგლესბი უნდა გამოვყოთ, რომელმაც საბოლოოდ 32 ქულით და 7 პასით დაასრულა ასპარეზობა. შეხვედრა საბოლოოდ "შსს-აკადემიის" დამსახურებული გამარჯვებით დამთავრდა 84:79. თბილისელთაგან საუკეთესოდ ბექა ჩიკვილაძე მიიჩნიეს, რომელმაც პაექრობა 20 ქულით დაასრულა, ხოლო რუსთაველთაგან, როგორც მოსალოდნელი იყო, ტერენს ოგლესბი ცნეს საუკეთესოდ.
მიხეილ გაბრიჩიძე (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ძალიან კარგი ფინალი გამოვიდა. მატჩი ბოლომდე დაძაბული გახლდათ. კალათბურთელებმა საუკეთესო თვისებები გამოავლინეს. სასიამოვნოა, რომ ტურნირში ყველა გუნდმა ითამაშა. მომავალში ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ტურნირი ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიურ ქალაქში ჩატარდება, რაშიც ქალაქის ხელმძღვანელობაც უნდა დაგვეხმაროს".
ნოდარ ქორქია (ვეტერანი კალათბურთელი): "ფინალური მატჩით და სანახაობით კმაყოფილი ვარ, თუმცა, ერთს ვიტყვი - ტრიბუნებზე მეტ ადამიანს ველოდი. ამასთანავე გავიმეორებ იმასაც, რომ ეს შეჯიბრება, ისევე როგორც ოთარ ქორქიას სახელობის ტურნირი, სხვა მასშტაბებით უნდა ჩატარდეს. დამერწმუნეთ, ერთბაშად რამდენიმე ქვეყნის გუნდი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას ამ სახელოვანი კალათბურთელების პატივსაცემ შეჯიბრებებში".
კოტე ტუღუში ("შსს-აკადემიის" მწვრთნელი): "მოხარული ვარ, რომ ტურნირი წაუგებლად დავასრულეთ. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით და მთავარი ჯილდოც მოვიპოვეთ, რაც ძალიან გვსურდა. იმედია, ეს ჩვენი მომავალი წარმატებების საწინდარი იქნება".
ბექა ჩიკვილაძე ("შსს-აკადემია"): "ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა, რაც ყველა კალათბურთელს უზომოდ გვახარებს. რაც შეეხება ჩემს საუკეთესოებას, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა და პრიზიც მთელ გუნდს ეკუთვნის".
გიორგი შარაბიძე ("შსს-აკადემია"): "დაძაბული თამაში იყო. თითქოს სულ წინ ვიყავით, მაგრამ ზურგსუკან მეტოქის სუნთქვას მუდამ ვგრძნობდით. რუსთაველებმა კარგად ითამაშეს, ამიტომაც ეს გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია".















ავტორი:  ვიტალი ჯაფარიძე


კალენდარი
აპრილი  2015
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი