სამწუხაროდ, დედოფლისწყაროში ბევრი დაბინძურებული წყაროა, რომელთაც ყურადღებას არავინ აქცევს. მაგალითად: ე.წ. ატეკის, მაზოვკის და ჯარის წყლები. იქვე ხშირად ამოვიკითხავთ წარწერას, რომ წყალი სასმელად უვარგისია. მაგრამ ჩვენ ამ წყლებით მაინც ვსარგებლობთ... რაიონში აგრეთვე ძალიან დაბინძურებულია, ე.წ. ჯაფარიძის ტბები. მათ გაწმენდას კი არავინ ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ ქოჩების ტბას ზაფხულობით ბევრი სტუმარი ჰყავს. მითუმეტეს, რომ ქოჩების ტბის წყალი სამკურნალო თვისებებს შეიცავს. თუმცა, რაც დრო გადის, უარესად ბინძურდება. ოდესმე ამ პრობლემასაც ხომ უნდა დაადგეს საშველი?! იმედია, ადგილობრივი ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს ამ კუთხითაც გადადგამს.
მინდა, ცოტა რამ ტყეების გაჩეხვაზეც ვთქვათ, თუ როგორ ვანადგურებთ და ვაჩანაგებთ ბუნების ამ სიმშვენიერეს. მოულოდნელად ჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც უმოწყალოდ ჩეხავს ხეებს და ამახინჯებს ბუნებას. ხე ხომ სიცოცხლისთვის არის დაბადებული, ჰაერს წმენდს და ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ბუნება უნდა შევინარჩუნოთ. ყველა ვალდებულად უნდა ვთვლიდეთ თავს, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ბუნების გადასარჩენად.
დედოფლისწყაროში მარტო ტყის გადარჩენის პრობლემა როდია. არც ბუნების დაბინძურებას ვერიდებით. ყველას გვიყვარს ბუნებაში გასვლა და ლხინი. მაგრამ, რატომღაც საკუთარი ნასუფრალის ალაგება და ტერიტორიის ნაგვისგან გაწმენდა ხშირად გვავიწყდება. ეს რატომღაც ქართველი კაცის მენტალიტეტში არ ზის. ხომ უნდა არსებობდეს ისეთი კანონი, რომლითაც ბუნების დამბინძურებლის დასჯა მოხდება, თუნდაც ფულადი ჯარიმით. რაკი ასე არ ხდება, ბუნების დაბინძურება კვლავაც გრძელდება, რაც ისევ ჩვენთვის არის საზიანო.
მე, როგორც დედოფლისწყაროს გულშემატკივარი, თითოეულ ბუჩქს მოვუვლიდი, მომავალში უამრავ ხეს დავრგავ. ეს კი ყველას ვალიცაა, რადგან დედამიწაზე სიცოცხლე გრძელდება. იმედი მაქვს, ჩვენი ხელისუფლება მალე შეიმუშავებს კანონს, რომლის წინაშეც ყველა ერთნაირად ვალდებული იქნება, რათა ერთად მოვუაროთ და გადავარჩინოთ ბუნება, დავიცვათ მისი უნიკალური სილამაზე.
ქეთევან ლაპიაშვილი
18 წლის,
(სურს გახდეს ჟურნალისტი.)
















































































მთავარი
კონტაქტი




2010