,,პაციენტის მდგომარეობა საეჭვო მოგვეჩვენა და თბილისში გავაგზავნეთ _ ამბობს გოგიბერიძე.
,,ციმბირის წყლულის კანის ფორმა აღენიშნება. სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ სოფელშია სახიფათო სიტუაცია, რადგან პირუტყვი დაიხოცა. პაციენტმა ძროხა გაატყავა და ჯილეხი ამიტომ გადაედო. ამჟამად, სოფელ საბათლოში ინფექციურ საავადმყოფოს ეპიდემიურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან და მოკვლევას აწარმოებენ. _ ამბობს ვანო ნატროშვილი
,,სოფელ საბათლოსთვის 1 200 ცალი ციმბირის წყლულის ვაქცინა უკვე შემოტანილია და მთელი სოფლის პირუტყვის აცრას ვიწყებთ. _ ამბობს დედოფლისწყაროს მთავარი ვეტერინარი დავით ვეშაგურიძე.
საბოლოო დასკვნა 3 დღე-ღამეში იქნება, პაციენტი მკურნალობას თბილისში გადის. /ქიზიყი/
თამილა გურაშვილიხ ილია მარტყოფლიშვილი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010