პრობლემასთან დაკავშირებით, ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციამ ხელმოწერები შეაგროვა, საკითხს ორგანიზებას ბესიკ ცისკარაული უწევდა. როგორც ცისკარაულმა ქიზიყს განუცხადა, ხელმოწერები პარტიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიტანა:
,,საკრებულომ მასალები გარემოს დაცვის ინსპექციას გადაუგზავნა, რასაც სწრაფი რეაგირება მოჰყვა. გდი-მ უკვე შეამოწმა საწარმო. ასევე გამოიკვლიეს არხოტის, ვაჟა-ფშაველას და თერგის ქუჩები, სადაც სახლები დაბზარულია. მოგეხსენებათ, დედოფლისწყაროში წლების მანძილზე ქვიშას აფეთქებების შედეგად მოიპოვებენ, რაც ბინებს მასობრივად ბზარავს. იმედია, მორიგ შემოწმებად არ დარჩება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება _ ამბობს ცისკარაული.
ლეიბორისტები იმ მეწარმეთა გვარებსაც ასახელებენ, რომლებიც ინსპექციამ თელავში დაიბარა. მათი თქმით, ვახტანგ კიკილაშვილი, ვანო ლოლაშვილი და ირაკლი ყოჩიაშვილი თელავში ჩავლენ, სადაც გარემოს დაცვის ინსპექცია მათი მუშაობის საკითხს გადაწყვეტს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010