,,ხილის ყიდვა მინდოდა და ვერ შევიძინე, ძალიან ძვირია და ჩემს ოჯახს ამის საშუალება არა აქვს. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ტიროდნენ, ყველაფერზე თვალი რჩებათ, მაგრამ რა ვქნა... გული მიკვდება ამას რომ ვუყურებ, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ. ახლახან, სკოლაში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. 70 ლარი მაქვს ხელფასი, ბინაც არ მაქვს და ქირით უნდა მოვნახო. ამ 70 ლარით ქირა ვიხადო, პური ვიყიდო, გავთბეთ და საახალწლო ტკბილეულისთვისაც დამრჩება? ცხადია ვერაფერს ვიყიდი, ჩვენი მტერი შეხვდეს ახალ წელს ისე, როგორც ჩემი ოჯახი ხვდება... შეშა გვქონდა, მაგრამ გავყიდეთ, რომ პური გვეყიდა. ახლა ვზივართ ასე სიცივეში, სახელმწიფოსგან კი არანაირი დახმარება არ მიგვიღია. ვიხვეწები, მაგრამ უფასო სასადილოშიც არ მწერენ, რომ შიმშილის პრობლემა მაინც მოგვეგვარებინა _ ამბობს დედოფლისწყაროს მკვიდრი ლია ბატიაშვილი.
ანალოგიურ მდგომარეობაში არაერთი მოქალაქეა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ ახალ წელს სათანადოდ მომზადებული ვერ ხვდება და ამის მიზეზი ფინანსების უქონლობაა. /ქიზიყი/
















































































მთავარი
კონტაქტი




2010