მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
სულ ახლოს ისევ მძლავრობს სატანა....
აფსუს, ჩემი სიყვარული
თუ სუბსარქისს დავუძვერი,
მერე ტრფობის ქარებია,
ისე მოვა მარტის ჯერი,
როგორც დაგიბარებია.

მხოლოდ შენმა სუსხმა მომკლა,
შენ კი გაგიდარებია,
უშენობით ჩემი ყოფნა,
როგორ გაგიმწარებია.

აფსუს, ჩემი სიყვარული,
ნიღბად აგიფარებია,
შენ მოგიკლავს ჩემი გული,
სხვისი გაგიხარებია.

სიცოცხლის სიყვარული
სანამ ცოცხალი ხარ, არ გაბედო სიკვდილი
ძველი გალური ანდაზა
უნდა გიყვარდეს სიცოცხლე,
მწამს შეგონება გალების,
მეც დღემდე მიტომ ვიცოცხლე,
რომ ეშხი მწვავდა ქალების.

დღესაც ვიღვრები ლექსებად,
დღესაც მწვავს ტრფობის ალები,
მიტომაც გეალერსებათ,
ნეტავი ნურც დამევსება
ეს სატიალო თვალები!

ბროწეული
რა სასწაულად გადავარჩინე,
მეძვირფასება ვით ძოწეული,
სახლის წინ სკვერში შემოვარჩინე,
დღეს ჩემს აივანს ამოღწეული.

ღმერთო, ეს ნერგი დიდხანს მიცოცხლე,
სულს მილხენს თითქო იყოს სამება,
ისე მიხარის, როგორც სიცოცხლე,
ყოველი დილით რომ მესალმება.

ჩემო თბილის-ქალაქო
იქნებ არც კი გამებედა,
მეთქვა ტრფობა, ეს ტიალი,
მაგრამ რადგან დამებედა,
შენს ქუჩებში ხეტიალი.

რადგან შენ ხარს იარაც და
შენ ხარ ჩემი გულის ფეთქვაც,
შენთვის ტრფობა კი არადა,
რაღაც მეტი უნდა მეთქვა...

7 7 7

ქართველს ქართველზე მოშურნე მტერი,
არც ადრე ჰყავდა და არ ჰყავს დღესაც,
მიტომ ცოდვილობს დღეს ჩვენი ერი,
მიტომ ვარისხებთ იმ მაღალ ღმერთსაც.

გაუტანლობით დაკნინდა ერი,
არც ჩოხა გვშველის და არც მერდინი,
ვინ იცის, ჩვენი მოსისხლე მტერი,
"სიცილით კვდება ჯალალედინი"!

ვინ იქნება შემდეგი.
საქართველოს მორიგი სირცხვილი,
ანუ "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის"
საზარელი შედეგი
ვაზაგაშვილთა სიმართლეს
რომ ვერაფერი დააკლეს,
მხეცებმა შვილის საფლავზე
მამა თავის შვილს დააკლეს!

7 7 7

ვის უნდა თქვენი თეოკრატია,
თუ ოცნებაშიც ვერ ავშენდებით,
ან ვის რად უნდა დემოკრატია,
თუ გავწყდებით და გადავშენდებით!

7 7 7

ყველა მცდელობა იქნება ფუჭი,
არ გათავდება ქართველთა გლოვა,
თუკი ნაცბანდას ვერ გადაურჩით,
თუ "ცნობილ გიჟმაც" არ მიგვატოვა.

პენსიონერის გულისწყრომა
ჩვენ კი დავრჩით ოცნებების ამარა,
სექტემბრამდე ან მივაღწევთ ან არა.

მე ასეთი საქართველო
არ მინდა
ამ ქაოსში რა მოგველის, ვინ იცის,
გული მიგრძნობს საავკაცოდ დაბინდდა,
არა, არ მწამს სოროსელთა თბილისი,
დალესელთა საქართველო არ მინდა.

ჩალად ფასობს კაცობა და სინდისი,
გასაყიდი დარჩა მარტო მთაწმინდა,
ეს არ არის ჩემი დედა თბილისი,
მე ასეთი საქართველო არ მინდა!
7 7 7
ვენაცვალე ერსაც, ბერსაც,
თუმც ყველა ბერს არ ვცნობ ბერად,
"ვინც არ ჰგავს კახაბერსა,
მე ვერ ვიტყვი კახაბერად!"
7 7 7
ავკაცების კაცობა
განა დასაჯერია.
ეს მამალი "ნაცობა"
ყველა დასაჭერია.

მართალი ხართ, მაგრამ...
მართალი ხართ, რომ გასკვანჩეთ ვანო,
მაგრამ "გიჟი" რომ თარეშობს ძმანო.
თანაც ისე დათარეშობს ძმანო,
ლამის არი მოგვენატროს ვანო!
7 7 7
საქართველოში ქართველი,
მუდამ იქნება ხიზანი,
ვიდრე არ დაიზრდებიან,
"ალგეთს ლეკვები მგლისანი"!
7 7 7
თუ შევეგუეთ ამ ჭირს,
ღირსი ვყოფილვართ რაც გვჭირს!
7 7 7
თუ არ დადგა ფეხზე ერი,
არ გამოვა არაფერი!

თუ გწამთ ღმერთი
ის დრო ჯობდა, თუ გწამთ ღმერთი,
თავი გამოგვეყოფოდა,
საამაყოდ მარტო ერთი
ქართველობა გვეყოფოდა.

დღეს კი ისევ "ბედნი ერი"
სიმწრისაგან მეცინება,
ისე წახდა ყველაფერი,
ქართველობა მერცხვინება.
7 7 7
რა გამღერებთ დებო, ძმებო,
თუ ქვეყანა ძაძებშია,
ვერა ხედავთ საქართველო
დაგვექცა და დაგვემშია.

ვერა ხედავთ ეს ქვეყანა
ყველამ ფეხზე დაიკიდა.
ჩვენი ზვარი, ჩვენი ყანა,
შეიხებზე გაიყიდა...

გაიღვიძეთ, დებო, ძმებო,
ვიდრე სულიც გაგვითელეს,
თორემ ასეთ საქართველოს
ღმერთიც ვეღარ გაგვიმთელებს!

გაიღვიძეთ!
გაიღვიძეთ დებო, ძმებო,
შიში ნუ გაქვთ ღამის,
ეს ქვეყანა საოცნებო
შემოგვადნა ლამის.

ხმა გაიღეთ ერო, ბერო,
ნუკი ზიხართ ჭურში,
გააბახეს საქართველო,
ჩააფურთხეს სულში.

თუ ზოგ-ზოგი ძველებურად
მიაშურებთ სოროს,
ან თუ ისევ თქვენებურად
სულს მიჰყიდით სოროსს,

კვლავ შეგძახებთ: ხალხო კმარა,
მოიკრიბეთ გონი,
გაიღვიძეთ, ის კი არა
დაგვიანდა, მგონი!

იყიდება საქართველო!
იყიდება საქართველო,
ჩვენი ტურფა მთა და მდელო,
ზოგი უფრო საღადაა -
საქართველო საღადაა.!

ჭკუით, ქართველებო!
დღეს მეტად გვმართებს,
ძმობა, გატანა,
თორემ ვინ იცის,
რა ბედი გველის,
სულ ახლოს ისევ
მძლავრობს სატანა,
სულ ახლოს ისმის
სისინი გველის!



გურამ ჭავჭანიძე
10.10.14.












კალენდარი
აპრილი  2015
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი