ოსები ერთ-ერთი ეთნიკური ტომია, რომელიც კავკასიის ქედის ჩრდილო და სამხრეთ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მეტყველებს ოსურ ენაზე, რომელიც ირანულ ენათა ოჯახს მიეკუთვნება, და აქვს გენეტიკური თვისობა მეზობელ კავკასიელ ეთნიკურ ტომებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით პრობლემური გახდა ჩრდილო და სამხრეთელი ოსების წარმომავლობისა და გენეტიკური მსგავსება-განსხვავების საკითხი.
დღეს ლიტერატურაში არსებობს ორი ჰიპოთეზა: პირველი, ოსები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ||| საუკუნეში განიცდიდნენ ალანების წინაპრების - სარმატების - გავლენას და მეტყველებდნენ ირანული ოჯახის ენაზე (ისფაჰანი, თეირანი). აქედან, სწორედ ალანები უნდა მივიჩნიოთ ოსების წინაპრებად. მეორე ჰიპოთეზის თანახმად, ალანები კავკასიის ავტოქტონური ჯგუფია, რომელმაც შეითვისა ალანური ენა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. არაა გამორიცხული, რომ ადრე ისინი ერთ-ერთ კავკასიურ ენაზე მეტყველებდნენ, რაზეც მიგვანიშნებს პოპულაციების გენეტიკური ანალიზის შედეგები.
XX ს. 90-იანი წლების კლასიკური გენეტიკური მარკერებით (შრატის ცილები, სისხლის ჯგუფები, ერითროციტული ენზიმები) ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ძირძველ მოსახლეობაზე ჩატარებული გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ისინი არსებითად განსხვავდებიან აღნიშნული მაჩვენებელების მიხედვით. ჩრდილოელი ოსები, სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ოსებთან შედარებით, გენეტიკურად დიდ მსგავსებას ამჟღავნებენ ჩრდილოეთ კავკასიის ეთნიკურ ტომებთან, სამხრეთელი ოსები კი, გენეტიკურად ნათესაურ თვისობას ამჟღავნებენ სამხრეთკავკასიელი ეთნიკური ტომების მიმართ, მათ შორის ქართველებთან.
კლასიკური გენეტიკური მარკერების გამოყენებით დამტკიცდა, რომ კავკასიელების მსგავსად, ჩრდილოელი ოსები მაღალ თვისობას ავლენენ რუსული ეთნიკური ტომების მიმართაც.
ამ პრობლემით მრავალი მეცნიერი დაინტერესდა და თანამედროვე გენეტიკური მარკერების გამოყენებით (მიტოქონდრიული დნმ-ის ჰიპერვარიაბელური თანამიმდევრობა - რმშ, | ქრომოსომის ბიალელური მარკერი, ნ ქრომოსომის მოკლე ტანდემის განმეორება - თეკ) დაიწყო ფუნდამენტური კვლევები. მეცნიერებმა მიზნად დაისახეს დაედგინათ, თუ რა სახის გენეტიკური მსგავსება არსებობს ჩრდილოელ და სამხრეთელ ოსებსა და მათ მეზობელ სამხრეთკავკასიელ ჯგუფებს შორის. როგორც ცნობილია, ჩრდილო ოსეთში წარმოდგენილია ოსების 5 ეთნიკური ჯგუფი (ალაგირი, დიგორა, არდონი, ზამანკული, ზულკა), სამხრეთ კავკასიაში კი - ოსების ერთი ეთნიკური ჯგუფი. ისინი ენობრივად იზოლირებული არიან კავკასიურ ენებზე მეტყველი პოპულაციებისაგან. ოსების ორივე ნაწილი გენეტიკურად განსხვავდება მიტოქონდრიული დნმ-ისა და ნ ქრომოსომის მიხედვით. თუ მიტოქონდრიული დნმ გარკვეულწილად მათ მსგავს წარმომავლობაზე მიგვანიშნებს, ნ ქრომოსომის მიხედვით, ჩრდილოელი ოსები, გენეტიკური ნათესაობის მიხედვით გაცილებით ახლოს არიან ჩრდილოკავკასიურ პოპულაციებთან, ვიდრე სამხრეთელ ოსებთან. სამხრეთელი ოსები კი პირიქით, გამოირჩევიან მაღალი თვისობით სამხრეთკავკასიურ პოპულაციებთან.
ამგვარად, კლასიკური გენეტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით დადგინდა, რომ არ არსებობს ბიოლოგიური მტკიცებულება ჩრდილოელი და სამხრეთელი ოსების გენეტიკური მსგავსების შესახებ. როგორც ჩანს, წარსულში გეოგრაფიულად მეზობელ ჩრდილო და სამხრეთ კავკასიელებში გენების დინამიკა ისე წარიმართა, რომ კავკასიაში პრაქტიკულად ჩამოყალიბდა გენეტიკურად გაუცხოებული ჩრდილოელი და სამხრეთელი ოსური პოპულაციები. საგულისხმოა ისიც, რომ უახლოესი მონაცემებით, ოსებსა და ირანელებს შორის აზოტოვან ფუძეთა შეწყვილების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა ოსების ირანული წარმომავლობის დასამტკიცებლად. არის მოსაზრება, რომ ოსების მსგავსება კავკასიელებთან განპირობებულია ოსების მიგრაციის შედეგად გენეტიკური ტრანსლოკაციებით კავკასიურ ეთნიკურ ტომებსა და ოსებს შორის, რაზეც მოგვანიშნებს მათ შორის ნ ქრომოსომის მსგავსება.
ა. ნასიძე მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტი, ლაიფციგი, გერმანია. საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის მოამბიდან















































































