საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
კოპერში ექვსი ჩუბინი წავა
წლეულს 24-28 თებერვალს სლოვენიური კოპერი მშვილდოსანთა ევროპის ზამთრის პირველობას უმასპინძლებს. ამ ასპარეზობაზე წამსვლელთა ვინაობა უნდა დაესახელებინა საქართველოს ზამთრის ჩემპიონატს, რომელიც ხელვაჩაურში, ახალსოფლის სასპორტო სკოლის დარბაზში გაიმართა. მეტოქეები ერთმანეთს 18 მეტრზე სროლაში ეჯიბრებოდნენ.
საინტერესოდ წარიმართა ორთაბრძოლები ქალთა შორის. საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისელმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ქრისტინე ესებუამ 580 ქულით მოიგო. ქულით ნაკლები მოაგროვა ხელვაჩაურის გუნდის წევრმა და საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ხათუნა ნარიმანიძემ, რომელიც მეორე იყო. მისი თანაგუნდელი იულია ლობჟანიძე 558 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. საბოლოოდ კვარცხლბეკზეც ისინი ავიდნენ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ვერცხლი ლობჟანიძემ დაიმსახურა, ნარიმანიძეს ბრინჯაო ერგო, ხოლო ჩემპიონობა ესებუამ მოიპოვა.
ვაჟთა ფინალში ლაშა ფხაკაძემ ჯაბა მოსეშვილს (ორივე ქუთაისი) აჯობა. ბრინჯაოს მედალი თბილისელ გურამ ღლონტს ხვდა. გოგონებში ხელვაჩაურელმა ციალა ფუტკარაძემ გაიმარჯვა - გადამწყვეტ პაექრობაში თანაგუნდელ ანა დუმბაძეს მოუგო. მესამეზე თბილისელი გვანცა ქოქიაშვილი გავიდა. ბიჭებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ვლადიმერ დოლიძე (თბილისი), 2. მამუკა შუშაძე (ხელვაჩაური), 3. ზურაბ მესტვირიშვილი (თბილისი).
ამ შეჯიბრების შემდეგ გაირკვა, რომ კოპერში გასამგზავრებლად სრული გუნდი მხოლოდ ქალებში დაკომპლექტდება. ევროპაზე ესებუა, ნარიმანიძე და ლობჟანიძე მოსინჯავენ ძალებს, ვაჟებში - ფხაკაძე, ბიჭებში - დოლიძე, გოგონებში კი ფუტკარაძე დაიცავენ საქართველოს სპორტულ ღირსებას. სლოვენიის შემდეგ ზუსტად ერთ თვეში ბერძნული მარათონი "ევროპის დიდ პრიზს" უმასპინძლებს, სადაც 2015 წლის პირველი ევროპული თამაშების ლიცენზიები გაიცემა (ქალებსა და ფხაკაძეს საგზურები დაბევებული აქვთ).
მშვილდოსნებისთვის წლევანდელი სეზონის მთავარი შეჯიბრება მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც ივლის-აგვისტოს მიჯნაზე კოპენჰაგენში ჩატარდება. იქ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიები გაიცემა.

ავტორი: ლექსო ცინცაძე
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010