პატრიოტულ ბანაკებში ბავშვების დასვენება სიახლე აღარაა ქართულ სინამდვილეში. ბანაკში მოსახვედრად საჭიროა არ იყო კონფლიქტური ადამიანი, რითაც პრობლემებს შეუქმნი არა მარტო შენს თანატოლებს, არამედ, მეთვალყურე ლიდერებსაც. ის პატრიოტული ბანაკი, კი რომელზეც ქვემოთ გიამბობთ, ნამდვილად გამორჩეული იყო, რადგან აქ მთელი საქართველოს წარმატებული მოსწავლეები ისვენებდნენ 10 დღის განმავლობაში, მათ შორის ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მეათე-მეთერთმეტე კლასელებიც. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს - მარიამ კოტრიკაძეს შეხვდით, რომელმაც ამ ბანაკის შესახებ გვიამბო.
- ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის პროგრამა - მთელი საქართველოს წარმატებული მოსწავლეების ერთად თავმოყრა ლაგოდეხის პატრიოტულ ბანაკში და დასვენება, სულ - 100 ბავშვი. #1 საჯარო სკოლიდან სულ 13 მოსწავლე ვიყავით. სიტუაცია იყო ძალიან კარგი, მხირული. კარგი ლიდერები გვყავდა. ტარდებოდა ტრენინგები, მაგალითად, ჩატარდა ტრენინგი შიდსთან დაკავშირებით. კვებაც უკეთესი იყო, ზაფხულის ბანაკებთან შედარებით. ტარდებოდა ლაშქრობები, მხიარული ვიქტორინები, რომელშიც ჩვენმა რაზმმა გაიმარჯვა. ჩატარდა პოეზიის საღამო სანთლების შუქზე, პაროდიის საღამო, მოდების ჩვენება, მხიარული სტარტები... გურულები ყველაფერში პირველები ვიყავით. ლიდერები აღნიშნავდნენ კიდეც, ძალიან კარგი ნაკადი ხართ გურიიდანო.
- ცნობილი სტუმარი თუ გყავდათ?
- დახურვის დღეს ჩამოსული იყო ირაკლი ნადირაძე, რომელიც დავით კირკიტაძესთან და ლადო ვარძელაშვილთან ერთად, პატრიოტული ბანაკების იდეის განმახორციელებელია. ერთი ასეთი შემთხვევაც მქონდა; განგაში გამოცხადდა, 30 წამში უნდა მოწყობილიყო რაზმი, თან ფორმაც უნდა გცმოდა. რომ გავედი, კეპის დახურვა დამავიწყდა. ლიდერმა შენიშვნა მომცა, დამაყენა რაზმის წინ და რამე გააკეთე, თუნდაც, ლექსი წაიკითხეო მითხრა. ასე წავიკითხე ამდენი ბავშვის წინ ლექსი.
- თუ იცი, მომავალში მოეწყობა მსგავსი ბანაკი?
- რამდენადაც ვიცი, მომავალში საერთოდ, პატრიოტულ ბანაკებში ყველა ვერ წავა. ლიდერები სპეციალურ მომზადებას გაივლიან, მერე თავად ჩავლენ რეგიონებში და აარჩევენ ბავშვებს. ვსარგებლობ შემთხვევით და ბავშვების სახელით, დიდ მადლობას ვუხდი #1 საჯარო სკოლის დირექტორს და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს მაია ძნელაძეს, იმ ლამაზი დღეებისთვის, რომელიც ბანაკში გავატარეთ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010