მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
ბელარუსში მოემზადებიან
საქართველოს 17-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ნაკრები (თინათინ ყაველაშვილი, თამარ ჩაჩუა ("პეგასი"), მედეა ჩოხელი ("პეგასი"), თამთა თეთრაშვილი ("ყვარელი"), ქრისტინე ღვალაძე, თამარ გიორგაძე ("მამული"), თამარ ჩოგოვაძე ("პეგასი"), მარიამ მიხელიძე ("ყვარელი"), ანა ყველაშვილი, ნინო გაბისონია ("მამული"), თინათინ ქიტესაშვილი, ქეთი კუნელაშვილი ("ყვარელი"), მაია ბერიძე ("პეგასი"), მთავარი მწვრთნელი როლანდ ერაძე, მწვრთნელი გიორგი გვაზავა, ექიმი ანა ხუბულური, მენეჯერი ინა ჭკუასელი, დელეგაციის ხელმძღვანელი დიმიტრი აბესაძე) ბელარუსში გაემგზავრა, სადაც 3 თებერვლამდე დარჩება და ხუთ ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს. ბელარუსული ტურნეს მთავარი მიზანია ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის მომზადება: 20-22 მარტს ჩვენი გოგონები ქუთაისში თანატოლთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ოთხგუნდიან ჯგუფში (ნორვეგია, ჰოლანდია, ლიტვა, საქართველო) იბრძოლებენ ფინალური ეტაპის ორი საგზურისთვის, ხოლო თბილისში (26 ივლისი-1 აგვისტო) ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში დაიცავენ ქვეყნის ღირსებას. ამ შეჯიბრებებისთვის შერჩეულმა შვიდივე უძლიერესმა ევროპულმა ნაკრებმა თბილისში ჩამოსვლის სურვილი დაადასტურა. საქართველოს დედაქალაქში ფესტივალის მედლებისთვის იბრძოლებენ: რუსეთი, დანია, ნორვეგია, ჩეხეთი, რუმინეთი, გერმანია, ჩერნოგორია და საქართველო.
ჭაბუკთა მსგავს ტურნირზე მოწვეულთაგან ჯერჯერობით მხოლოდ ესპანეთს არ მოუწერია თანხმობა. პირენეელები თუ უარს იტყვიან, მათ სარეზერვო შვეიცარიის ნაკრები შეცვლის. ჭაბუკთა ტურნირის შემადგენლობა ასეთი იქნება: საფრანგეთი, უნგრეთი, ესპანეთი (შვეიცარია) დანია, სლოვენია, ნორვეგია, შვედეთი და საქართველო. ორივე ტურნირის წილისყრა 24 აპრილს თბილისში გაიმართება.
ბელარუსიდან დაბრუნების შემდეგ გოგონები საკუთარ კლუბებს დაუბრუნდებიან და თებერვალში 1998-1999 წლებში დაბადებულებს შორის საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურს გამართავენ. 1-6 მარტს ნაკრები პოლონეთს მიაშურებს საკონტროლო თამაშების ჩასატარებლად, მაისში უკრაინული ტურნე ექნებათ, ხოლო 15-21 ივნისს თბილისში საერთაშორისო ტურნირზე - ჯემალ ცერცვაძის თასის გათამაშებაში იასპარეზებენ.










ავტორი:  ლაშა დიდია


კალენდარი
აპრილი  2015
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი