საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
გედევანიშვილი მე-19 ადგილს დასჯერდა
ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ელენე გედევანიშვილი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში ჩაება და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა, თუმცა, მის ასპარეზობას წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
გედევანიშვილმა მოკლე პროგრამაში 49.20 ქულა მიიღო (1.0 ქულა შეცდომისთვის დააკლდა) და 38 მონაწილეს შორის მე-19 შედეგი აჩვენა. ფინალში 24 საუკეთესო გოგონა გადიოდა, ამდენად, ქართველმა სპორტსმენმა მიზანს უწია.
საინტერესოა, რომ პირველი დღის შემდეგ მოწინავე სამეული მთლიანად რუსებით არის დაკომპლექტებული. ელენა რადიონოვა (70.46), ელიზავეტა ტუკტამიშევა (69.02) და ანა პოგორილაია (66.10) წინ გაიჭრნენ და, დიდი ალბათობით, მედლებსაც ისინი გაითამაშებენ.
ქალთა თავისუფალი პროგრამა დღეს გახლავთ დაგეგმილი და გედევანიშვილი ყინულზე პირველ ნომრად გავა.

ავტორი: გიორგი შოთაძე
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010