მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-08
გიორგი მარგველაშვილი ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს

როგორც მარგველაშვილი ოფიციალურ განცხადებაში აცხადებს, შევარდნაძის სახელი ბოლო ათწლეულების საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის მრავალ საკვანძო მოვლენას უკავშირდება.
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბატონი ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო. ბატონმა ედუარდმა რთული და მრავალფეროვანი პოლიტიკური ცხოვრება განვლო. მისი სახელი ბოლო ათწლეულების საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის მრავალ საკვანძო მოვლენას უკავშირდება. ედუარდ შევარდნაძემ მკაცრი პოლიტიკური რეჟიმის პირობებშიც კი, მართვის არაორდინარული სტილით, გამორჩეული და თვითმყოფადი პოლიტიკოსის რეპუტაცია მოიპოვა. სწორედ ამის გამო, მას უმნიშვნელოვანესი როლი ხვდა წილად პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც "გარდაქმნის" სახელითაა ცნობილი. უპირველეს ყოვლისა, ედუარდ შევარდნაძეს მსოფლიოში გაიხსენებენ "ცივი ომის" დასრულების, "ბოროტების იმპერიის" დაშლისა და ბერლინის კედლის დანგრევის ერთ-ერთ ავტორს. ამ პროცესით მან მშვიდობიანი განვითარების ახალი შანსი მოუტანა მსოფლიოს. მისი პრეზიდენტობის დროს დამოუკიდებელმა საქართველომ პირველად გამოაცხადა ქვეყნის უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანად ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის უმთავრეს საფუძვლად აღიარა დასავლურ ფასეულობათა უზენაესობა. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ედუარდ შევარდნაძის ოჯახს, მის ახლობლებსა და მთლიანად ქართველ საზოგადოებას", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.




კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი