საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-15
პროკურატურაში სააკაშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომლები დაიბარეს
პროკურატურაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით დაიბარეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ჩვენების მისაცემად პროკურატურაში სულ დაბარებულია ოთხი პირი.
ესენი არიან "რუსთავი-2-ის" დაცვის უფროსი რამაზ ლაფაჩიშვილი, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, დაცვის თანამშრომელი გიორგი ლაგურაშვილი და სანდრა რულოვსის დამხმარე გავაზ კულოიანი.
ავტორი: თეონა მანაგაძე
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010