11 ივლისს აკადემიამ განიხილა, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გადმოგზავნილი დოკუმენტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესახებ.
როგორც აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ აღნიშნა, პროექტი უკვე განხილულია აკადემიის ყველა განყოფილებაში და იმდღევანდელი შეკრების მიზანი წარმოდგენილი წინადადებების განზოგადოება იყო.
პროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: ნოდარ ჭითანავამ, გოგოლა მარგველაშვილმა, ომარ ქეშელაშვილმა, ნაპოლეონ ქარქაშაძემ, ნუგზარ ბაღათურიამ, რევაზ მახარობლიძემ, ელგუჯა შაფაქიძემ, ნოდარ ჩხარტიშვილმა.
აღინიშნა პროექტის დადებითი მხარეები, გამოითქვა კრიტიკული შენიშვნებიც. მიზანშეწონილად ჩაითვალა წარმოდგენილი და აკადემიაში დამუშავებული პროექტების ბაზაზე ერთობლივი დოკუმენტის შექმნა. საბოლოო დასკვნისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.
სალომე კიკნაველიძე
(აკადემიის პრესსამსახური)
















































































მთავარი
კონტაქტი




2010