მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-16
უსაფრთხოა თუ არა ნატახტრიდან მესტიაში ფრენა?

"თავის დროზე უცხოელმა ექსპერტებმაც გვითხრეს, ეს თვითმფრინავი არ არის კონტროლირებადიო"

ნატახტრის აეროდრომიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით რეისების განხორციელება იგეგმება. უახლოეს მომავალში ფრენები, სავარაუდოდ, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით დაინიშნება. 18 ივლისიდან კი რეისი - "თბილისი-მესტია-თბილისი" იფრენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში მცირე აეროპორტების ქსელის განვითარება იგეგმება.
"ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ საქართველოში მცირე აეროპორტების ქსელი განვავითაროთ და აღვადგინოთ ბევრი ტურისტული მიმართულება, რომელიც ტრადიციულად არსებობდა საქართველოში. ეს თვითმფრინავი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სვანეთის, არამედ სხვა მიმართულებითაც", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ მთიანი რეგიონების მიმართულებით ფრენები აღდგება.
ნატახტარის აეროდრომის გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ქართული ავიაკომპანია "სერვის ეირის" დამფუძნებელმა ამირან მანჯავიძემ. მისი თქმით, ნატახტარს საქართველოში უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს შიდა რეისებისთვის. მანჯავიძის ინფორმაციით, ფრენები სხვა მიმართულებითაც იგეგმება.
მესტიაში ფრენებს "საქაერონავიგაციის" ყოფილი ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კარბელაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მესტიაში ფრენებისთვის შერჩეულმა დ-410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა, კატასტროფა მოგვიტანოს. კარბელაშვილმა მთავრობას მოუწოდა, კარგად შეისწავლონ აღნიშნული თვითმფრინავების ისტორია.
როგორც კარბელაშვილი აცხადებს, მესტიის აეროპორტი ურთულეს აეროპორტად ითვლება და თავის დროზე, წინა ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა დ-410 ტიპის თვითმფრინავების საქართველოში ფრენაზე, რადგან ის არაკონტროლირებადი თვითმფრინავია.
"ამ თვითმფრინავის ფრენამ შეიძლება უბედურება მოგვიტანოს. თავის დროზე უცხოელმა ექსპერტებმაც გვითხრეს, რომ ეს თვითმფრინავი არ არის კონტროლირებადი. მას სულელ თვითმფრინავს ეძახიან. 1991 წელს მოხდა ოთხი ტრაგედია, ტრაგედია მოხდა 1992 წელს, რუსეთის თითქმის ყველა ქალაქში ჩამოვარდნილია, ექვსჯერ მოხდა ტრაგედია 2003 წელს, 2004-ში ჩამოვარდა კილიმანჯაროზე, სამი - ჩამოვარდა აფრიკაში. თავის დროზე ჩამოვარდა სოხუმში, ჩამოვარდა ფოთში და ამას მოჰყვა ტრაგედია", - აცხადებს გიორგი კარბელაშვილი.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" კი ამბობენ, რომ საჰაერო ხომალდის დ-410 უსაფრთხოა. როგორც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპონენტების მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა და ემსახურება თბილისი-მესტიის რეისის განახლების მნიშვნელოვანი პროექტის ხელის შეშლას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
"საჰაერო ხომალდი დ-410, რომელიც იფრენს მესტიაში, არის უსაფრთხო, რასაც ასევე მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი სერტიფიცირებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო და ევრორეგულაციებზე დაყრდნობით. შესაბამისად, საჰაერო ხომალდი, რომელიც სერტიფიცირებულია ევროკავშირის ქვეყნებში ოპერირებისათვის, არ შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, სწორედ ამის გარანტად დგება ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო", - აღნიშნულია განცხადებაში.
რა შეეხება მესტიის მიმართულებით რეისებს, პირველი რეისი 18 ივლისს, პარასკევს შესრულდება. რეისები კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. გაფრენა 11:00 საათზე იქნება, გამოფრენა კი - 14:00 საათზე. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 65 ლარით განისაზღვრა. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ აღნიშნა, მოთხოვნის გათვალისწინებით რეისების დამატება მოხდება.
მესტიის მიმართულებით ფრენებს ქართული ავიაკომპანია "სერვის ეირი" შეასრულებს, რომელმაც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია რეისებს ახალი, ჩეხური 15-ადგილიანი თვითმფრინავებით განახორციელებს. თბილისიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობას (7-8 სთ.) 45 წუთამდე შეამცირებს. მგზავრებისთვის თბილისსა და ნატახტარს შორის მიმოსვლა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსით უფასო იქნება.
ავტობუსი, რომელიც მგზავრებს უფასოდ გადაიყვანს ნატახტარის აეროდრომისკენ, კვირაში სამჯერ გავა თბილისიდან, მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან და ამავე ადგილზე ჩამოიყვანს მესტიიდან ჩამოსულ მგზავრებს ნატახტარის აეროდრომიდან. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით იქნება 65 ლარი. აღსანიშნავია, რომ ეს არის სახელმწიფოს სუბსიდირების შედეგად მიღებული ფასი, რადგან ავიაკომპანიას ერთი მგზავრის გადაყვანა გაცილებით ძვირი უჯდება. სახელმწიფოს 3 წლის მანძილზე განსაზღვრული აქვს ლიმიტირებული სუბსიდიით ავიაფრენების წახალისება, რათა მგზავრებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ბილეთის შეძენა, ასევე კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით მეტი რეისის განხორციელება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფრენა ზამთრის პერიოდში.












კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი