მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-16
ავტომობილებს ახლობლების აგარაკზე წასაყვანად მოიხმარენ

პირადი ავტომობილები ძირითადად თავმჯდომარისა და მოადგილეების ოჯახის წევრებს ხმარდება, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საკრებულოს ემსახურება 38 მანქანა, რომლისთვისაც გამოყოფილია 432 000 ლარის საწვავი.
- დღეში იხარჯება იმდენი საწვავი, რაც პატრულის ეკიპაჟისთვის. რეალურად, თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, მანქანას ძირითადად მოიხმარენ სამსახურში მოსასვლელად და წასასვლელად. დანარჩენი საწვავი იხარჯება მათი ოჯახის წევრების, ახლობლების აგარაკზე, მაღაზიებში, ბაზრობასა და სხვა ადგილებში წასაყვანად, - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე უნდა ფიქრობდეს ხარჯების შემცირებაზე.
- საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება ვნახე, რომ ქვეყანა როცა დამშვიდდება, მერე იტყვის უარს ასეთ რამეებზე. ქვეყნები იმიტომ განვითარდნენ, რომ მერებმა, მინისტრებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი თქვეს ძვირადღირებულ ავტომობილებზე და დადიან ფეხით, ველისიპედით, მეტროთი და ა.შ. შევარდნაძის ჩინოვნიკები ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და მილიონერები გახდნენ, სააკაშვილის ჩინოვნიკები ფეხშიშველები - და მულტიმილიონერები გახდნენ, ახლა კი ახალი მთავრობა ცდილობს, რომ მილიონერები გახდნენ, - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საკრებულოში, წინა მოწვევის მსგავსად, "ქართული ოცნება" აპირებს 12 ფრაქციის, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" 2 ფრაქციის შექმნას, რომ თავმჯდომარეებმა ავტომობილებით იარონ.
რაც შეეხება "სითი პარკის" საკითხს, როგორც ელისაშვილი აცხადებს, ის ამ საკითხსაც დააყენებს საკრებულოში.
- ყველაფერი, რაც არეულდარეულია ქალაქში, უნდა გამოსწორდეს. ძალიან კარგია, რომ მამუკა ახვლედიანი არის საკრებულოს წევრი, რომელიც არის "სითი პარკთან" დადებული დანაშაულებრივი გარიგების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. დავსვამთ ახვლედიანს და მოვაყოლებთ რა და როგორ იყო, - აღნიშნა ელისაშვილმა.
7 7 7
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, აუცილებლად მოხდება საკრებულოს თანამშრომლების ოპტიმიზაცია. როგორც ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თანამდებობებიდან უნდა გათავისუფლდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიყვანილი არაფრის მაქნისი კადრები.
- ჩემი ინფორმაციით, საკრებულოს თანამშრომლების ოპტიმიზაცია გარდაუვალი იქნება. ჩემ ფუნქციას ვხედავ იმაში, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიყვანილი არაფრის მაქნისი თანამშრომლები არ უნდა მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ასეთი ბევრია. კვალიფიციური ადამიანები, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" დროს მუშაობდნენ, არ უნდა დაიჩაგრონ და მათ უნდა გააგრძელონ მუშაობა, - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა თუ რა სახით მოხდება ოპტიმიზაცია.

ინტერპრესი













კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი