მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-16
მადლობა სოლიდარობისთვის

ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს ისრაელის მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.
- საქართველოს მთავრობამ და ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ. დაახლოებით 10 წლის წინათ ისრაელი ღაზადან გამოვიდა. იოლი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ნაბიჯი მაინც გადავდგით. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზას სექტორიდან პასუხად ათასობით რაკეტა მივიღეთ, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქალაქებისა და მოქალაქეებისკენ იყო მომართული.
ისევე, როგორც ადრე, ისრაელს ახლაც ესაჭიროება თავდაცვა. ნებისმიერი მთავრობის მსგავსად, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჭურვებისგან და "ჰამასის" რაკეტების არეალში მყოფი მილიონობით ადამიანი გადაარჩინოს.
მე პატივს ვცემ და ვაფასებ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სოლიდარობას ისრაელის მიმართ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პრემიერ ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობის თითოეულ წევრს იმ წუხილისთვის, რომელსაც ისრაელში არსებული სიტუაციის გამო გამოთქვამენ და სრული გაზიარებისთვის იმ ფაქტისა, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს.
საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო და ისრაელის მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ასევე მწუხარებას გამოთქვამს ღაზას სექტორში დაპირისპირების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
საქართველოს მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს ხანში შეწყდება ცეცხლი და დაპირისპირებულ მხარეებს შორის განახლდება სამშვიდობო მოლაპარაკებები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.




კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი