მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გაიმართა მამხილებელი სახელწოდებით და პათოსით - "მატყუარა ხელისუფლება". მაინც ვინ ამხელს და რაში ამხელს ხელისუფლებას.
ოფიციალურად აქციის ორაგიზატორები "ახალგაზრდა რეფორმატორები" იყვნენ, რომლებმაც ხელისუფლება იმაში დაადანაშაულეს, რომ, თუმცა ამ უკანასკნელმა რვა თვის წინათ განაცხადა, წიწამურში ილიას ძეგლს გავარემონტებო, დღემდე არაფერი არ გაკეთებულაო.
ოფიციალურად-მეთქი, იმად ვამბობ, რომ, ნუ მიწყენენ "ახალგაზრდა რეფორმატორები", მაგრამ ვეჭვობ, ამ აქციის უკან სინამდვილეში "ძველგაზრდა რეფორმატორები" დგანან, რომელთაც, ღმერთმა დაგვიფარა და, ბოლომდე არ დასცალდათ თავიანთი "გარდამქმნელი" რეფორმების გატარება, თორემ!..
სინამდვილეში რა ხდება.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, საპროექტო კომპანია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, მუშაობს ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტზე, რომელიც 27 ივლისისთვის დასრულდება, და, სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან უკვე სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება.
გამოდის, რომ არ ყოფილა ხელისუფლება "მატყუარა" და "ბერბიჭაშვილი"!
თქვენ კი მას ეს იარლიყი თურმე იმადღა მიაკერეთ, რომ მან, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომლის წარმომადგენლებზეც ეჭვობენ ბევრნი, სწორედ ისინი დგანან ამ და სხვა მსგავსი აქცია-მიტინგების უკანო, მშენებლობის დაწყებამდე ჯერ პროექტი შეუკვეთა, როგორც წესი და რიგია, და მის მიხედვით აპირებს მუშაობის დაწყებას.
თქვენ კიდევ...
თუმცა მარტო თქვენ კი არა, ნაცმოძრაობის წარმომადგენელნი, რომლებზეც, ნაცების საყვარელი ტერმინით თუ ვიტყვით, "გონივრული ეჭვი" აქვთ, რომ ისინი დგანან თქვენ უკან, რათა ვითარება დაძაბონ, რას არ აბრალებთ ხელისუფლებას.
თუ იქნებ ის გაიგეთ, რომ მალე დაიწყება ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები და იჩქარეთ, - არიქა, აქცია გავმართოთ და მერე დავიბრალოთ, ჩვენმა გააქტიურებამ გამოაფხიზლა ხელისუფლებაო.
თუ ასე არ არის, რატომ არ იღებდით ხმას მაშინ, ნაცთა მმართველობისას, რომელ ნაციონალებსაც, თქვენივ სიტყვებით თუ ვიტყვით, 9 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ ძეგლების მოვლა-პატრონობისთვის, დანგრევით კი უამრავი დაუნგრევიათ, ანუ როცა ამ მხრივ შეუდარებლად ცუდი მდგომარეობა იყო.
სად იყავით მაშინ "ახალგაზრდა რეფორმატორები".
ნინველები იყავით.
თუ მაშინ "ძველგაზრდა რეფორმატორები" არ გაძლევდნენ კრინტის დაძვრის უფლებას.
თქვენ რას იტყვით, მკითხველებო, ვინ "უმაგრებს ზურგს" აქციის ორგანიზატორებს.
აქცია მიტინგაძე
















































































მთავარი
კონტაქტი




2010