საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა, მოადგილეებმა ვაჟა ფანჩულიძემ და გივი ჩიჩუამ ქუთაისის შემოვლითი სამტრედიის გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ქუთაისის შემოვლითი სამტრედიის გზა უ60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან - ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 56-კილომეტრიანი გზის ნაწილს წარმოადგენს. მშენებლობა 31-კილომეტრიან მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს. ქუთაისის შემოვლითი გზის 17-კილომეტრიანი და ქუთაისი სამტრედიის 14-კილომეტრიანი მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. ავტობანის ახალი მონაკვეთი სოფელი ნახშირღელედან დაიწყება, შემოუვლის ქალაქ ქუთაისს და კოპიტნარის აეროპორტთან შეუერთდება არსებულ ავტომაგისტრალს.
ამ დროისათვის, სამუშაოების 80( შესრულებულია, იგება ბეტონის საფარი, მიმდინარეობს ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა. ორივე მონაკვეთზე რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობა დასრულებულია.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010