მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-31
შენ რას ფიქრობ, მოქალაქევ ?

მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოება მსჯელობს, ფიქრობს, ცდილობს გააკეთოს შედარებები უახლესი წარსულიდან და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. საერთაშორისო სამართალში არსებობს ე. წ. პრეცედენტი, რომელსაც ბევრი სახელმწიფოს სასამართლო სისტემა იყენებს.
ბუნებრივია, რომ ყოფილ პრეზიდენტს ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან თავიანთ სიმართლეში. დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ სახელმწიფოს აშენება უსისხლოდ არ შეიძლება.
იმათ, სამწუხაროდ, არ იციან, ან არ უნდათ გაიგონ, რომ დღეს XX| საუკუნეა. დღეს ვერცერთი სახელმწიფო ვერ აშენდება შუასაუკუნეობრივი პრინციპებით, დღეს სულ სხვა გამოწვევებია.
გთავაზობთ მოქალაქეთა პირუთვნელ მოსაზრებებს, რაც, ფაქტობრივად, ანგრევს სააკაშვილის ადვოკატების მიკერძოებულ პოზიციას, ანგრევს მის 9-პროცენტიანი მხარდამჭერების პათოსს, ანგრევს იმ პრინციპებს, რომლითაც ცდილობდა ექსპრეზიდენტი ახალი ქართველის, ახალი მანქურთების "გამოყვანას".

სანდრო ბრეგაძე (პოლიტიკოსი):
უსუსური მცდელობაა, რომ პირველი პრეზიდენტის დევნა სააკაშვილის სამართლებრივ დევნას შეადარო, უსუსური მცდელობა კი არა დანაშაულია, სააკაშვილი ზვიად გამსახურდიას შეადარო და ყველა ის პირი, რომელიც ამას შეეცდება, რბილად რომ ვთქვათ, ნაძირალაა. სააკაშვილი თავისი არსით სიგუა-კიტოვან-იოსელიანს წააგავს და მათი სულიერი შვილია, საქართველოს მოღალატეა. კარგად ვიცი, რომ პიარი იმისა, რომ პირველი პრეზიდენტის დევნა სააკაშვილის სამართლებრივ დევნას შეადარონ, ნაცმოძრაობის შტაბში გაიწერა, მაგრამ იმდენად მკრეხელური და მკვდრადშობილი იდეაა, რომ ამაზე ფიქრიც არ ღირს. აღვირახსნილი, უზნეო, კორუმპირებული, მიტინგების დამრბევი, ახალგაზრდების მკვლელი, მწამებელი, დიქტატურის დამმყარებელი, თავისუფლების წამრთმევი ხელისუფლების გაიგივება საქართველოსთვის თავისუფლების მომტან ხელისუფალთან, უზნეობა და ერის დაცინვაა, ამიტომ, ჩუუ! გაჩუმდით და დადუმდით ნაძირალა ნაცებო!

ია მეტრეველი (ბუტა რობაქიძის დედა):
ძალიან მოხარული ვარ, რომ უკვე სწრაფი ტემპებით დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი. დიდი იმედი გამიჩნდა, რომ ჩემი შვილის და ასევე სხვა გახმაურებული საქმეები სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე საკადრისად დაისჯება. ჩემი ინფორმაციით, ბუტას, ასევე სანდრო გირგვლიანის, ზურა ვაზაგაშვილის საქმეების გამოძიებაში პროკურატურა უცხოელი ექსპერტების ჩართვასაც გეგმავს. საერთაშორისო ექსპერტებს ზურა ვაზაგაშვილის მამამ იური ვაზაგაშვილმა მიმართა. როგორც ვიცი, პროკურატურა ამაზე თანახმაა, რაც, კიდევ უფრო მიმყარებს იმის მოლოდინს, რომ სიმართლე დროულად დადგინდება, - გვითხრა ია მეტრეველმა.

დათა თვალაძე (ჟურნალისტი):
სოციალურ ქსელებში უკვე დაიწყო ე. წ. "ქართული ტოლერანტობის" გადმოფრქვევა. "ვინმეს დაჭერა როგორ უნდა გამეხარდეს", "მოინანიოს და ვაპატიებთ" და ა. შ. მსგავსი სისულელეები.
პრეზიდენტყოფილი რა მუხლებითაც უნდა გასამართლდეს, ამაზე იურისტები იმსჯელებენ. მე პირადად მას ბრალს ვდებ საქართველოს მორალური, იდეური, სახელმწიფოებრივი დეგრადაციის მცდელობაში. მე მას ბრალს ვდებ იმ დანაშაულში, რომელიც, სამწუხაროდ, სისხლის სამართლის კოდექსით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა მუხლის თავი და თავი მიხეილ სააკაშვილია თავის ბანდასთან ერთად. ის რომელიმე კონკრეტული მუხლით არ უნდა გასამართლდეს, მას ბრალი უნდა დაედოს იმ ზნეობრივ დანაშაულში, რაც მან ჩაიდინა, სჩადის და რასაც მისი კრიმინალური დაჯგუფება დღესაც აგრძელებს.















კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი