არსებობს მოსაზრება, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სახელი შეეცვალოს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელის ანალოგიური გახდეს.
ამის თაობაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი. კერძოდ, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობისას გადაწყდა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების განადგურების კომისიაში პარლამენტის თავმჯდომარის ნაცვლად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე შევა.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ სხდომაში მონაწილეებს შესთავაზა, რომ კანონში კომისიის ზუსტი სახელწოდება არ დაფიქსირდეს, რადგან არ არის გამორიცხული, სამომავლოდ მისი შეცვლა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010