მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-31
როდის მივა გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე ? საზოგადოებრივმა საბჭომ ლაფანყურის საქმეზე მოკვლევა დაასრულა

სახალხო დამცველთან შექმნილმა საზოგადოებრივმა საბჭომ, რომელიც ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგებს სწავლობს, მუშაობა, თითქმის, დაასრულა და მასალების რეაგირებისთვის გამოძიებას გადასცემს. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად საზოგადოებრივმა საბჭომ გამოკითხა არაერთი პირი, მათ შორის, დაზარალებულთა ოჯახის წევრები, ვისაც, შესაძლოა, ჰქონოდა ინფორმაცია 2012 წლის 28 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების შესახებ. პირველადი შესწავლილი შედეგების საფუძველზე შეიძლება აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში დასმული კითხვები კვლავ ლეგიტიმური და გამოძიების მიერ პასუხი ამ დრომდე გაუცემელია.
სპეცოპერაციის დროს დაზარალებული პირების ოჯახის წევრებს კვლავ აქვთ მრავალი ლეგიტიმური და ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვები. ამ დრომდე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა სპეცოპერაციის დაგეგმვისა და შესრულების პროცესი, ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობა და ლეგიტიმურობა. თუმცა, ამ კითხვებზე პასუხი საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ გაუცია.
შეგახსენებთ, რომ ლაფანყურში შსს-მ ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. სპეცოპერაციის ოფიციალურ მიზეზად ლაფანყურიდან 5 ახალგაზრდის გატაცება დასახელდა. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა და მათ გასანთავისუფლად სპეცოპერაცია ჩატარდა. ოფიციალური ინფორმაციით, ლიკვიდრიებულია 11 პირი, მათგან ორი, 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი - რუსეთის მოქალაქეები. გარდაცვლილებს შორის იყვნენ შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი.
ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიებას შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს. კითხვაზე, იკვეთება თუ არა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბრალეულობა და რა ეტაპზეა გამოძიება, შსს-დან პასუხი ვერ მივიღეთ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც მძევლად ხელში ჩაგდებას ითვალისწინებს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს მიერ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა სიცოცხლის ხელყოფა, სახალხო დამცველი თვლის, რომ აუცილებელია გამოძიების ფარგლებში შეფასდეს სამართალდამცავი პირების მიერ ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობა, მართლზომიერება და პროპორციულობა.


სახალხო დამცველის ანგარიშით ირკვევა, რომ ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდათ შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძეს, შსს-ს მაღალჩინოსნებს სანდრო ამირიძეს და ზურაბ მაისურაძეს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების თხოვნით, 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან, ჩეჩენ დევნილებთან და ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ჰპირდებოდნენ ე.წ. "კორიდორს" ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას.
შესაბამისად, მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩეჩნების ჩამოსვლა. მათთვის თბილისში, საბურთალოს რაიონში დაიქირავეს ბინები. შსს-ს მაღალჩინოსნების დაპირების მიხედვით, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე მებრძოლი უნდა გადასულიყო.
სახალხო დამცველისთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩეჩნეთში საომრად გადასვლის იმედით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში დაახლოებით 120 ჩეჩენი ჩამოვიდა. ჩამოსულ ჩეჩნებს აეროპორტში ხვდებოდნენ და კონსპირაციულ ბინაში გადაჰყავდათ შსს-ს მაღალჩინოსნებს. ამ მებრძოლებს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებმა გაუფორმეს იარაღი, სხვა საჭირო დოკუმენტები და ნივთები. ამავე წყაროს ინფორმაციით, ჩეჩენი მებრძოლები დაყვეს ჯგუფებად და წვრთნას გადიოდნენ თბილისის მახლობლად მდებარე ვაზიანისა და შავნაბადას სამხედრო ბაზებზე.
როგორც ირკვევა, ე.წ. სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის მიერ გამოყოფილი ე.წ. "პიკაპებით" ლაფანყურში შევიდა ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი და თან შეიტანეს ჯგუფისთვის საჭირო შეიარაღება, საკვები და სხვა საჭირო ნივთები. ჩეჩენი მებრძოლები ელოდებოდნენ ნებართვას ჩეჩნეთში გადასვლის შესახებ. პარალელურად, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სასაზღვრო და სპეციალური დანიშნულების ძალების რაზმები ვერტმფრენებით გადასხეს. მიზანი ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფის ჩრდილოეთის მიმართულებით გადასვლის აღკვეთა იყო.
შეპირებული "კორიდორის" მიცემაზე შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს უარი უთხრეს და ჩეჩენ მებრძოლებს მოსთხოვეს იარაღის ჩაბარება. ჩეჩენმა მებრძოლებმა ლაფანყურის ხეობაში იარაღის დაყრაზე უარი განაცხადეს, მოითხოვეს პანკისში დაბრუნება და მხოლოდ პანკისში დაბრუნების შემდეგ გამოაცხადებდნენ თანხმობას იარაღის დაყრაზე, რასაც საპასუხოდ მოჰყვა ანტიტერორისტული ოპერაცია, რის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე ჩეჩენი მებრძოლი და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლები.
ირკვევა, რომ ოპერაციისას გარდაცვლილი შეიარაღებული ძალების თანამშრომლები ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფს ლაფანყურში გადასვლის პირველივე დღიდან ახლდნენ.
სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ჩეჩენი მებრძოლების ცხედრები აეროპორტის ტრასის სიახლოვეს მდებარე უპატრონოთა სასაფლაოზე დაკრძალეს.
სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა მშობლებისა და მათი ნათესავების ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ მათ სთხოვა, რომ, თუკი გამოჩნდებოდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ცოცხლად გადარჩენილი ჩეჩენი მებრძოლები, ისინი დაკავშირებოდნენ მას, ვინც ამ მებრძოლების საზღვარზე უსაფრთხოდ გადაყვანის ვალდებულებას კისრულობს ამავე წყაროს ინფორმაციით, ეს ჯგუფი მოგვიანებით მართლაც შსს-მ გააცილა ვალეს სასაზღვრო პუნქტამდე.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა. იგი საქმის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ის იყო ერთადერთი, ვისაც კონფლიქტი მოუვიდა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელობასთან, იმ მოტივით, რომ ღონისძიება არ დაწყებულიყო.
ამასთანავე ლორთქიფანიძე ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ანგარიშში ასახული განცხადებები ახალი ხელისუფლების მხრიდან ძველი ხელისუფლების მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება.
"ამ თემაზე მეც დამკითხეს, ამირიძეც და მაისურაძეც. რა ინფორმაციაც გვქონდა, ყველაფერი ვუთხარით. საპიროსპიროდ ატრიალებენ ყველაფერს და ისე არ იძიებენ, რაც სინამდვილეში იყო. რადგან წინა ხელისუფლებაში ვმუშაობდით, ცდილობენ, სხვა რაღაც გამოიყვანონ და არა ის, რაც სინამდვილეა. მე, ამირიძე და მაისურაძიე კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაგვკითხეს, სადაც გვითხრეს, რომ სულ სხვა ინფორმაცია ჰქონდათ ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით.
რომ დაგვკითხეს, გვითხრეს, კიდევ კარგი გავარკვიეთ, რადგან ჩვენ სხვანაირი ინფორმაცია გვქონდა და ახლა სხვანაირად იკვეთებაო. მე როგორ უნდა ჩამომეყვანა და დამეხოცა ჩეჩნები. მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც კონფლიქტი მოუვიდა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელობასთან, რომ ღონისძიება არ დაწყებულიყო. 5 წუთიდან 5 საათამდე გავწელე დრო - თვითონვე ჩეჩნები და ქისტები მივუყვანე, რომ გაერკვიათ სინამდვილეში, რა იყო და როგორ იყო", - განაცხადა გია ლორთქიფანიძემ.
2013 წლის 22 ოქტომბერს სახალხო დამცველის ხელმძღვანელობით შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო. საბჭოს მიზანი იყო, ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების სრულყოფილი შესწავლა და დოკუმენტირება. რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად, საზოგადოებრივმა საბჭომ გამოკითხა არაერთი პირი, მათ შორის, დაზარალებულთა ოჯახის წევრები, ვისაც შესაძლოა, ჰქონოდა ინფორმაცია 2012 წლის 28 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების შესახებ. პირველადი შესწავლილი შედეგების საფუძველზე შეიძლება აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში დასმული კითხვები კვლავ ლეგიტიმურია და გამოძიების მიერ პასუხი ამ დრომდე არაა გაცემული.
საბჭო თავის სრულყოფილ ანგარიშს უახლოეს დღეებში წარმოადგენს. აწკყპუ-ს ინფორმაციით ანგარიშში დეტალურად არის მითითებული ის ხარვეზები, რომელთაც ადგილი აქვს ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე ოფიციალურ გამოძიებაში. გამოძიების პროცესში ამ დრომდე პრობლემური რჩება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქმის სათანადო კვალიფიკაცია, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და დაზარალებულთა პროცესუალური უფლებების დაცვა.
საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ჩატარებული კვლევისთ მოპოვებულია საინტერესო მასალები, რის საფუძველზე მომზადდა საბოლოო დასკვნა.
"ჩვენი კომისიის კომპეტენცია არის ფაქტების დადგენა და ამ ფაქტების დადგენა იმ გამოძიების მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. როგორ გამოიყენებენ ამას და ვის წაუყენებენ ბრალს, ეს გამოძიების საქმეა. ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების გარეშე ასეთი ფაქტი არ მოხდებოდა", - აცხადებს აწკყპუ-სთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილი.
კომისიის კიდევ ერთი წევრი მექა ხანგოშვილი აწკყპუ-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სპეცოპერაციის დაწყების ბრძანება ყოფილმა შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გასცა.
"შს მინისტრის გარეშე სპეცოპერაციის დაწყების ბრძანებას ვერ გასცემდნენ. ძალიან კარგად ვიცი უშუალოდ იმ ადამიანებისგან, ვისთანაც ბაჩოს აქვს ნათქვამმა, რომ ძალიან განიცდის და არ უნდოდა, რომ ჩეჩნებთან ასეთი მარცხი მოსვლოდა. ადამიანები, ვინც მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ამ ბიჭებთან, რომ დაეყარათ იარაღი, უთხრეს, რომ დრო დამთავრდა, ბაჩო ახალიამ ბრძანება უკვე გასცა სპეცოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებითო.
დიახ, ბაჩო ახალაიას უშუალო ბრძანებით მოხდა სპეცოპერაცია, მისი უშუალო ბრძანებით მოხდა ამ ადამიანების ლიკვიდაცია. მაგრამ ამ ბრძანებას ახალაია ვერ გასცემდა, რომ არა ქვეყნის პირველი პირის ბრძანება. ამბობენ, რომ დათა ახალაიაც იქ იყოო. ველოდებით გამოძიების საბოლოო დასკვნას", - აღნიშნა აწკყპუ-სთან საუბრისას მექა ხანგოშვილმა.
სახალხო დამცველის განცხადებით, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, ვისთან მიდის კვალი და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება. მისი თქმით, მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, გამოძიება პირის მძევლად აყვანის მუხლით მიმდინარეობს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, იკვეთება რამდენიმე დანაშაულის ნიშანი და შესაბამისად, საბჭოს მიერ მოპოვებული მასალები უახლეს დღეებში წარედგინება გამოძიებას, რომ დადონ შედეგი.
"ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხამდე მივა, თუმცა, მუშაობის დასრულებამდე გამიჭირდება კონკრეტული პირების გვარების დასახელება. როდესაც, უცებ ჩნდება ამდენი შეიარაღებული პირი, მათი დიდი ნაწილი იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის რამდენიმე სამხედრო და არც ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, ექსპერტიზაც კი არ ჩატარებულა, რომელიც სიკვდილის მიზეზებს დაადგენდა.
არის ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და, რაც მთავარია, პარლამენტის დადგენილება, რომ გამოძიება ეწარმოებინა პროკურატურას და ყველა ის პირი, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ჩამოშორებოდა საქმის გამოძიებას, არ შესრულდა. სამწუხაროდ, გამოძიებას ისევ, შსს-ს და ის პირები აწარმოებენ, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ამ საქმეში ჩართული. ფაქტია, რომ გამოძიება არის გაჭიანურებული, შედეგები კვლავ უცნობია საზოგადოებისთვის. იმედი მაქვს, რომ გამოძიება მივა ლოგიკურ დასასრულამდე", - აღნიშნა აწკყპუ-სთან საუბრისას უჩა ნანუაშვილმა.













ავტორი:  ნანა სანიკიძე


კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი