მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-30
არჩევნები, ო, ეს არჩევნები: ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

fs22 ბატონო დავით!
სწორედ ასეა დასათაურებული ჩემი ახლახან გამოცემული წიგნის "მასალები საბრალდებო დასკვნისათვის" ერთ-ერთი ქვეთავი, რომელშიც გავაერთიანე ამ უმწვავეს და უსერიოზულეს პრობლემასთან, ჩემს მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული პუბლიკაციების ძირითადი ამონარიდები. გაგაცნობთ მხოლოდ ერთ მათგანს: "წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერ სუბიექტს (ფიზიკურ პირს, პოლიტიკურ ორგანიზაციას) უნდა ჰქონდეს სააგიტაციო საშუალებებისა და სახელისუფლებო რესურსების გამოყენების თანაბარი პირობები. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილე ნებისმიერ სუბიექტს მათი ფინანსური, მატერიალური და სხვა რესურსების მიუხედავად, აეკრძალებათ ამ მიზნით, თუნდაც ერთი ლარის დახარჯვა. მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის უმკაცრესი კონტროლის პირობებში უნდა მოხდეს ნებისმიერი სახელისუფლებო რესურსებისა და ამ მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების პროპორციული პრინციპით განაწილება და ხარჯვა" (გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"; 20 თებერვალი, 2008 წელი).
ბატონო დავით! რომელიმე აქ დაყენებულ პრობლემას, თავის დროზე სათანადო რეაგირება რომ მოჰყოლოდა არ დავდგებოდით იმ რეალობის წინაშე, რომელიც ამ დღეებში, სამართლიანად გახდა მასმედიის თითქმის ყველა საშუალების ქილიკისა და ამომრჩეველთა გულგატეხილობის კიდევ ერთი საბაბი.
მართალია მოქმედი კანონმდებლობა გარკვეულ დონეზე არეგულირებს წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო საშუალებების თანაბარი გამოყენების პრობლემებს, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველივე ეს რჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ კანონმდებლობას ესაჭიროება სერიოზული დახვეწა და სრულყოფა, რომელმაც მომავალში უნდა გამორიცხოს ის ამაზრზენი შედეგები, რომლებთანაც დღეს გვაქვს საქმე.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ გამოყოთ სპეციალური მუშა-ჯგუფი, რომელთანაც ერთად, დავხვეწთ სათანადო საკანონმდებლო ბაზას და ერთხელ და სამუდამოდ, ევროპელობას რომ ვიჩემებთ წამდაუწუმ, მისი შესაფერისი "თამაშის წესები" მაინც გვექნება.
დარწმუნებული ვართ, ჩვენს მიერ ამ მიმართებით შემოთავაზებული მოთხოვნების დაკანონება და მათ შესრულებაზე დაწესებული უმკაცრესი კონტროლი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პრობლემის მოგვარებას.
დასასრულს გაგაცნობთ, დაახლოებით ექვსი წლის წინათ, ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან კიდევ ერთ ამონარიდს და ბოდიშს მოგიხდით თქვენი ასეთი ფორმით შეწუხებისთვის.
"არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტობის, მერობის ან დეპუტატობის ფულიანმა კანდიდატმა მყისიერად დასვას კითხვა: რა შუაშია ცენტრალური საარჩევნო კომისია ან ბიუჯეტის თანხების პროპორციულად გამოყენება. მე მაქვს ფული და სადაც მინდა და რამდენსაც მინდა, იმდენს დავხარჯავო. ჩვენი პასუხი ამ შეკითხვაზე ასეთი იქნება: შენი ფული და ქონება ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს და სადაც გინდა და როგორც გინდა, ისე დახარჯე, ოღონდ ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტობა, მერობა და დეპუტატობა ფულზე ან "ფოჩიან კანფეტებზე" აღარ გაიყიდება. გახდი ბატონო პრეზიდენტი, მერი, გინდ დეპუტატი და მერე როგორც გინდა, ისე დახარჯე შენი ქონება. მაშინ უფრო კარგად გამოჩნდება, ქველმოქმედი ხარ თუ ფულიანი მოძალადე".
პატივისცემით,

ანზორ ბაბუხადია
გაზეთ "თანადგომის" რედაქტორ-გამომცემელი
(222-43-39; 599 54-54-60).

p.s. მინდა, მჯეროდეს, რომ ამ წერილსაც ისეთივე ბედი არ ეწევა, როგორიც 2013 წლის 25 თებერვალს, თქვენთან პირისპირ, სამუშაო წესით, დაახლოებით ოთხსაათიან შეხვედრაზე, ქართული ენის გადარჩენის პრობლემებზე მსჯელობისას.






fs22

ავტორი: fs22


კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი