fs22 მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემ პროკურატურას 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით მისცა ჩვენება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა, პროკურატურამ ორი კვირის წინ დაკითხა.
ორი კვირის წინ დამიკთხეს 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით. 2007 წლის 5 ნოემბერს ამის შესახებ წერილობითი ჩვენება მივეცი მაშინდელ სახალხო დამცველს. სახალხო დამცველმა ამის შესახებ ისაუბრა პრესით, მათ შორის პარლამენტში და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა. შემდეგ ეს ჩვენება ითარგმნა და გადაეცათ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის თომას ჰამერბერს, პიტერ სემნებს და სხვა მაღალი რანგის დიპლომატებს. სწორედ ეს მოვუყევი მე ორი კვირის წინ პროკურატურას, როდესაც 8 წლის შემდეგ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ამ საქმეს დაბრუნებოდა. მკითხეს, დავადასტურებდი თუ არა, რაც მე თავის დროზე სახალხო დამცველს ვუთხარი. რასაკვირველია, დავადასტურებდი, - განაცხადა მაღლაფერიძემ.
fs22
















































































მთავარი
კონტაქტი




2010