fs22 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ლეონიდ ძაპშბა "საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის" პირობას დებს. ამის შესახებ ძაპშბამ სფგსფთგთ ეშქუთ-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მას, აფხაზეთის გავლით, რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის თაობაზე დაუსვეს კითხვა.
- სარკინიგზო ხაზი - ეს აუცილებელია, ჩვენ ვერ შევძლებთ ასე არსებობას მომავალშიც. სარკინიგზო მიმოსვლა, ეს დროის მოთხოვნაა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენას უახლოეს მომავალში ჩვენ თვითონ ვერ შევძლებთ, მაგრამ რატომ არ შეგვიძლია, გავაკეთოთ რუსეთის შუამავლობით. ვისთვისაა ცუდი, თუ ჩვენი ბიუჯეტი შეივსება. ამიტომ ჩვენ არ უნდა დავიკეტოთ მთელი მსოფლიოსთვის, ისედაც დიდი ხანია, ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით. სარკინიგზო ხაზი - ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, ისევე როგორც გაზიფიკაცია, აეროპორტი. ასევე, სასარგებლოდ მიმაჩნია ფსოუზე საზღვრის გახსნა, ასევე, მართებულად მიმაჩნია მდინარე ენგურზე საზღვრის ჩაკეტვა, - განაცხადა ლეონიდ ძაპშბამ.
ბატონმა ლეონიდმა ან არ იცის სომხეთი სად მდებარეობს ან ხუმრობის ხასიათზე დამდგარა. ახლა ჩვენც გვაინტერესებს - ფსოუზე თუ ხსნის საზღვარს რკინიგზის ხაზით, რომ სომხეთს დაუკავშირდეს, მაშინ ენგურის საზღვრის ჩაკეტვა ცოტა უცნაურად მიგვაჩნია. რუკას დახედეთ ბატონო ლეონიდ, სანამ "პრეზიდენტად" აგირჩევენ.
fs22
















































































მთავარი
კონტაქტი




2010