საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
... კაცის ჰქონდა ყველა თვისება: ბორის გადელიას გახსენება
კაცი მომცა, ღონდებოდეს, ქვეყნის სატკივარი სჭირდეს, ჭიქა მიეწოდებოდეს, დალაპარაკება ღირდესო, უნატრია პოეტს.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ განგების მიერ უხვად ნაბოძები პიროვნული თუ საქმიანი თვისებების გამო სწორედ ასეთი იყო ჩვენი მეგობარი, ჭირსა თუ ლხინში უღალატო თანამოძმე, თავისი ქვეყნისა და ხალხის გულშემატკივარი მამულიშვილი, შესანიშნავი ოჯახის დიდებული თავკაცი, კარგი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ბორის გადელია, რომელიც ამ ოთხი წლის წინათ განერიდა სააქაოს.
ხვალ იგი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, 80 წლისა გახდებოდა.
სოხუმის ინდუსტრიულ-სამშენებლო ტექნიკუმისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბორისი მშენებელ ინჟინრად მუშაობდა აბაშისა და გეგეჭკორის რაიონებში, იყო ცხაკაიას მეორე სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, ხელმძღვანელობდა ჯერ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეორე ტრესტის ხობის, მერე ამავე სამინისტროს მარნეულის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოებს, ხოლო შემდეგ, პენსიაზე გასვლამდე საქსოფლქიმიის გარდაბნის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს ედგა სათავეში.
და ყველგან, სადაც კი უმუშავია, ჯერ კაცი იყო, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, მერეღა - ხელმძღვანელი. ამიტომაც იყო, რომ თანამშრომლებისადმი მის მომთხოვნ, მაგრამ სამართლიან-გულისხმიერ დამოკიდებულებას ეს უკანასკნელნიც მუდამ საქმისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულებით და ნაყოფიერი გარჯით უპასუხებდნენ, რითაც საქმეც წინ მიდიოდა.
ჩვენდა, ბორისის მეგობართა, გულგასახარად მისი ოჯახის საქმეებიც წინ მიდის - სიცოცხლე გრძელდება და ნაგრამიც მატულობს: ახლა უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ გაჩენილი კიდევ ორი შვილიშვილის - ანდრიას და ანას - ჟრიამულიც ავსებს ბორისის ნალოლიავებ ეზო-კარს.
კაცურად, ნამუსიანად იცხოვრა და იღვაწა, არაფერი ადამიანური არ ყოფილა მისთვის უცხო... პოეტისა არ იყოს, ის კაცი იყო, კაცის ჰქონდა ყველა თვისება.
ამიტომაც გვიყვარდა და გვეძვირფასებოდა იგი - ასეთი ალალი, პირ და გულნათელი, სამეგობროს ჭაპნის ერთგულად გამწევი - ყველას, ვისაც მასთან ურთიერთობის და, მით უფრო, მეგობრობის ბედნიერება გვქონდა...
დაბადების მეოთხმოცე წლისთავს გილოცავთ საიქიოში ძმაო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული!
მეგობრების ჯგუფი

კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010