fs22 "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა და ხრიდოლის აკადემიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ საყდრისთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი გამოაქვეყნეს.
"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების გეგმა დასახეს. ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, ამავე უწყების წარმომადგენლებმა პაატა გაფრინდაშვილმა და მანანა ვარძელაშვილმა, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, ქართულ-გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელებმა ირინე ღამბაშიძემ და თომას შტოლმერმა, კომპანიის კქპპწდვ-ის იმჟამინდელმა დირექტორმა სოსო ცაბაძემ, გერმანიის საელჩოდან მონიკა ლეჰარდმა და საელჩოს კიდევ ერთმა თანამშრომელმა. ამ შეხვედრაზე არც კი უმსჯელიათ საყდრისის არსებული სახით შენარჩუნებაზე. მონაწილეებმა თომას შტოლმერის წინადადებები განიხილეს, რომელიც ამბობს: საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე შესაძლებელია განხორციელდეს გადარჩენითი ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოები მათ შორის 3ვ სკანირება, რათა შემდეგ სრულად გასუფთავდეს არეალი სამთამადნო სამუშაოებისთვის, - აცხადებენ საყდრისის დამცველები.
მათი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების, პროფესორ ალბრეხტ იოკენჰოველისა და პროფეროს ვენელინ ჟელევ ჟელევის მიერ მომზადებული რეკომენდაციის ფარგლებში იმოქმედებენ და საბაზისო დოკუმენტად გამოიყენებენ თომას შტოლმერის წინადადებებს. ინაშვილის, მიქიაშვილისა და ლომიძის ინფორმაციით, იოკენჰოლევი და ჟელევ ჟელევი თავიანთ ანგარიშებში მკაფიოდ მიუთითებენ, რომ საყდრისი არის უძველესი ოქროს მაღარო, მაგრამ რეკომენდაციებში მის დანგრევას მწვანე შუქს უნთებენ.
fs22
















































































მთავარი
კონტაქტი




2010