ბოლო დროს თბილისის მერიაში დაჩქარებულად გასცეს ბევრი მშენებლობის ნებართვა და ეს საქმეები საგამოძიებო სამსახურებს გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
"სამწუხაროდ, რაც უკვე დამახინჯებულია, ყველაფერს ვერ ეშველება", - აცხადებს ნარმანია. მისივე თქმით, შესასწავლია, შესაძლებელია თუ არა "გულივერის ბოტების" გადატანა და თუ კი ეს შესაძლებელია, მაშინ მისი გადატანა გათვალისწინებული იქნება საინვესტიციო შეთანხმებაში იმ ინვესტორთან, რომელიც რიყის განვითარებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტით დაინტერესდება.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, განახლდება არქიტექტორთა საბჭოც. მისივე თქმით, ბოლო დროს მერიაში დაჩქარებულად გასცეს ბევრი მშენებლობის ნებართვა და ეს საქმეები საგამოძიებო სამსახურებს გადაეცემა. - ჩვენ მშენებლობებს კი არ ავკრძალავთ, შევაჩერებთ უკანონობას, ჩვენი თვითმიზანია წესრიგის დამყარება, ამიტომ, თუ სადმე რაიმე უწესრიგოდ არის გაკეთებული, წინ აღვუდგებით, - აღნიშნავს ნარმანია.
თბილისის ახლად არჩეული მერის განცხადებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები კომუნალური გადასახადებისთვის წლის განმავლობაში, 250 ლარის ნაცვლად, 500-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ.
მისივე თქმით, მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იქნება შემწეობები, კერძოდ, მესამე შვილის გაჩენის შემთხვევაში ოჯახს 800 ლარი მიეცემა, მეოთხისთვის ათას ლარს მიიღებენ, მეხუთის დაბადებისას კი - 1 500 ლარს. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, სოცუზრუნველყოფის პროგრამებზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში 840 მლნ ლარი დაიხარჯება.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010