მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-29
წულუკიანმა თავგასულ დამსაქმებლებს თითი დაუქნია

შრომის კოდექსით გამოწვეული შიში დამსაქმებლებს ძალიან ცოტა ხანი გაჰყვათ. ბოლო დროს უამრავი დასაქმებული ჩივის, რომ ყველაფერი ძველ კალაპოტში ბრუნდება. ე.წ. უფროსები თავიანც ხელქვეითებს კვლავ ჩაგრავენ და მძიმე პირობებში ამუშავებენ. ასეთი ინფორმაციები, როგორც ჩანს, იუსტიციის მინისტრის ყურამდეც მივიდა.
"კერძო სექტორმა კეთილი ინებოს და "შრომის კოდექსს" პატივი სცეს", - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კატეგორიულად მოითხოვა, რომ დასაქმებულის უფლებები დაცული უნდა იყოს.
"დანანებით უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი კერძო სექტორის წარმომადგენელი არაფრად დაგიდევთ ამ "შრომის კოდექსს", რომლის შემუშავებაზეც ჩვენ ამდენი ვიწვალეთ და დასაქმებულები არიან ისევ უფლებების დარღვევის სიტუაციაში.
ჩვენ ამაზე, ალბათ, ერთად უნდა ვიფიქროთ, მთავრობამ და კანონმდებლებმა იმისთვის, რომ კერძო სექტორმა კეთილი ინებოს, შრომის კოდექსს პატივი სცეს და დასაქმებულის უფლებები დაიცვას. მით უმეტეს, რომ ჩვენ კერძო სექტორის ყველა ინტერესი გავითვალისწინეთ, როცა ამ "შრომის კოდექსზე" ვმუშაობდით", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, "შრომის კოდექსის" რეფორმის მეორე ტალღა ისევ ბიზნესთან არის მჭიდროდ დაკავშირებული, კერძოდ, საუბარია ქალთა უფლებების გაძლიერებაზე შრომით საქმიანობაში. მართალია, ეს პროცესი ცოტა შეფერხდა, რადგან "შრომის კოდექსის" რეფორმის პირველი ტალღა ბიზნესისთვის, გარკვეულწილად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად და პრაქტიკულადაც მტკივნეული იყო, მაგრამ სამინისტრო ამ საკითხზე დებატების განახლებას შემოდგომიდან გეგმავს.
"დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესის მხარდაჭერას მოვიპოვებთ ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რადგან როცა ქალთა უფლებები დაცულია, ეს ნიშნავს იმას, რომ ქალები შეძლებენ პროფესიულ და პირადი ცხოვრების მოგვარებას, ისე რომ ეს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე აისახოს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
პრობლემის მასშტაბურობას ადასტურებს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. იგი გაუსაძლის პირობებში მომუშავე მოქალაქეებს სთხოვს, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ პროფკავშირებს.
"მათი ანონიმურობა დაცული იქნება, მით უმეტეს თუ 24 საათის განმავლობაში აიძულებენ მუშაობას და არ უხდიან ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას. მნიშვნელობა არ აქვს, ის ადამიანი მაღაზიაში მუშაობს, ფაბრიკაში, ბანკში თუ აფთიაქში - კანონი ყველასთვის კანონია და ამ ტიპის თავხედობას ბოლო უნდა მოეღოს", - აცხადებს პეტრიაშვილი.
მისი აზრით, პრობლემების აღმოსაფხვრელად, საჭიროა, ქვეყანაში შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს იმას თუ რამდენად იცავენ დამსაქმებლები და დასაქმებულები შრომის კოდექსს. სწორედ შრომის ინსპექცია უნდა ადევნებდეს თვალყურს, ხდება თუ არა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გადახდა, ირღვევა თუ არა დასაქმებულთა კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული ნორმა.
"ამ ყველაფრის მოსაგვარებლად უნდა აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებები, რამდენად დაცულია სამუშაო საწარმოებში შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმები და ა.შ. მით უმეტეს, რომ შრომის ინსპექციის შექმნა პირდაპირაა მოთხოვნილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში", - აცხადებს პეტრიაშვილი.










ავტორი:  ბექა დანელია


კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი