მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-29
მთავარი სტანდარტი განათლებაა! UNDP: აუცილებელია სოციალური დაცვა და საყოველთაო დასაქმება

გამოქვეყნდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "ადამიანის განვითარების ანგარიში". ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, დგინდება ქვეყნების რეიტინგი და განვითარების ინდექსი. კვლევა მოიცავს 187 ქვეყანას და ინდექსით იზომება სამი ძირითადი კომპონენტი: ხანგრძლივი და ჯანსაღი სიცოცხლე, ხელმისაწვდომი განათლება და ღირსეული ცხოვრების დონე. საქართველო რეიტინგში 79-ე ადგილზეა, რეგიონის ქვეყნებს რამდენიმე პუნქტით უსწრებს და მაღალი განვითარების ქვეყნების რიგში ხვდება, თუმცა, გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიშის თანახმად, მთავარ პრობლემად რჩება მთლიანი ეროვნული შემოსავლის თითოეულ მოსახლეზე უთანაბროდ გადანაწილების საკითხი.
გაეროს განვითარების პროგრამის (გტვზ) ყოველწლიური "ადამიანის განვითარების ანგარიშის" თანახმად, საქართველო, 187 ქვეყანას შორის თავისი 79-ე ადგილით, ადამიანის მაღალი განვითარების კატეგორიაში ხვდება და ბრაზილიას უტოლდება. ანგარიშის თანახმად, 2005-2013 წლებში საქართველოს სტანდარტი მთლიანად 4,8 (-ით გაიზარდა, ცალ-ცალკე თითოეული კომპონენტის მიხედვით კი, 1980-2013 წლებში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 4,6 წლით გაიზარდა და დღეს 74,3 წელს უტოლდება. საშუალო სასწავლო წლების ოდენობა არ შეცვლილა, ხოლო სასწავლო წლების მოსალოდნელი ოდენობა გაიზარდა 0,4 წლით.1990-2013 წ.წ.-ში საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 35.0(-ით შემცირდა და 6 ათას 890 აშშ დოლარს უდრის.
როგორც გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი ამბობს, ადამიანის განვითარების ინდექსი, დღეს არსებული ყველა სხვა მაჩვენებლისგან განსხვავებით, უკეთ ზომავს ქვეყანაში არსებული კეთილდღეობის სტანდარტს. 90-იან წლებამდე კეთილდღეობა მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლების ოდენობით იზომებოდა, ანუ ქვეყნის ერთიანი შიდა პროდუქტის მიხედვით. თუმცა, მოგვიანებით დაიწყო იმაზე საუბარი, თუ რა პირობებში ეძლევა ადამიანს განათლების მიღების შესაძლებლობა. მეორე ინდიკატორია, აქვს თუ არა ადამიანს თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობა.
ჩვენ გვაინტერესებს არა საშუალო ადამიანი როგორ ცხოვრობს საქართველოში, არამედ გვაინტერესებს, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში არსებული რესურსების განაწილების უთანასწორობის კუთხით, ანუ ზოგიერთ ადამიანს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ზოგიერთს ნაკლები...
საგულისხმოა, რომ გაეროს მიერ შემუშავებული ინდიკატორების მიხედვით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა იზომება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით და, ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით, ქვეყნები ოთხ კატეგორიად იყოფა: ძალიან მაღალი განვითარების ქვეყნები, მეორე არის მაღალი, მესამე - საშუალო და მეოთხე - ადამიანის დაბალი განვითარების ქვეყნები. ნათია ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს ინდექსი წლების მიხედვით მზარდია - წელიწადში 0,5 (-ით, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი ზრდა.
"ჩვენ გვაინტერესებს არა საშუალო ადამიანი როგორ ცხოვრობს საქართველოში, არამედ გვაინტერესებს, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში არსებული რესურსების განაწილების უთანასწორობის თვალსაზრისით, ანუ ზოგიერთ ადამიანს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ზოგიერთს ნაკლები, ზოგიერთს მეტი ხელმისაწვდომობა აქვს ჯანდაცვაზე, ზოგიერთს ნაკლები. თუკი ჩვენ ამ კუთხით შევხედავთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, სამწუხაროდ, საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსს აკლდება დაახლოებით 14( იმის გამო, რომ ქვეყანაში არის უთანასწორობა. გეტყვით, რომ ეს არ არის მცირე დანაკარგი, საგრძნობი დანაკარგია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში რესურსების განაწილება, შესაძლებელია, არ არის იმდენად ოპტიმალური, როგორც სხვა ქვეყნებში და თუ ციფრებს შევხედავთ, ყველაზე მეტად უთანაბრო მაინც შემოსავალია".
როდესაც გაეროს ადამიანის განვითარების ინდიკატორებში შემოსავალზეა საუბარი, როგორც კეთილდღეობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ პუნქტზე, ყურადღება მახვილდება გენდერულ თანასწორობაზეც. ნათია ნაცვლიშვილის თქმით, ეს კვლევაც ადასტურებს, რომ მამაკაცებისა და ქალების შემოსავალი საქართველოში უთანასწოროა: "მამაკაცებისთვის საგრძნობლად მაღალია გენდერული ინდექსი, ვიდრე ქალებისთვის. საშუალო მაჩვენებელი თუ არის 0,744, მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი არის 0,758 და ქალებისთვის - 0,713, ანუ ქალები, როგორც ჯგუფი, უფრო უარყოფით მდგომარეობაშია საქართველოში და ეს უთანასწორობა განსაკუთრებით გამოწვეულია შემოსავლებში არსებული უთანასწორობით, ანუ აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს, ქალებთან შედარებით, ორჯერ მეტი შემოსავალი აქვთ".
როგორიც არის, მაგალითად, დიაბეტი, პალიატიური მზრუნველობა, რაც ხშირად სჭირდებათ ამ ასაკის ადამიანებს. ასევე ინფექციური დაავადებები... სულ, ჯამში, ასეთი დაავადებებისა და მიზნობრივი პროგრამების რიცხვი 20-მდეა...
გაეროს განვითარების პროგრამის წლევანდელი ანგარიშის რეკომენდაცია მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოსთვისაც არის სოციალური დაცვის გარანტიების გაზრდა და საყოველთაო დასაქმება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელ მაია დარახველიძის თქმით, ქვეყანაში იზრდება სოციალური დაცვის გარანტიები. ეს შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის სისტემას, შემწეობებს, მშობიარობის დაფინანსებას და სხვ. რაც შეეხება ხანდაზმულთა სამედიცინო მომსახურებას, ასაკობრივი ხაზით სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა 2012 წლის სექტემბრიდან მოქმედებს და ამჟამად მიმდინარეობს მისი ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვაში. თუმცა, როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მაია დარახველიძე ამბობს, სხვადასხვა დაავადების მიხედვით, ხანდაზმულებისთვის მუშაობს მიზნობრივი პროგრამებიც:
"როგორიც არის, მაგალითად, დიაბეტი, პალიატიური მზრუნველობა, რაც ხშირად სჭირდებათ ამ ასაკის ადამიანებს. ასევე ინფექციური დაავადებები... სულ, ასეთი დაავადებებისა და მიზნობრივი პროგრამების რიცხვი 20-მდეა, გარდა საყოველთაო ჯანდაცვისა".
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ ლევან კალანდაძის თქმით, ადრე მიღებული სტანდარტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა იყო ქვეყნის განვითარების მაჩვენებელი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა საქართველოში მცირედ, მაგრამ წლიდან წლამდე იზრდება, ქვეყანა მაინც არ ვითარდება: "საზოგადოების უდიდესი ნაწილის ხელმისაწვდომობა მთლიან, ერთობლივ სიკეთეზე მინიმალურია და საზოგადოების მცირე ჯგუფს მიუწვდება ხელი ამ სიკეთეებსა და დოვლათზე, რომელიც ქვეყანაში იქმნება. ხოლო როგორ უნდა გაიზარდოს წვდომა, აქ რაიმე ქართული ველოსიპედის მოგონება არ გვჭირდება, თანამედროვე მსოფლიომ გაიარა ეს გზა და გარკვეული სტანდარტი ქცევისა. სახელმწიფო პოლიტიკა ამ თვალსაზრისით შემუშავებულია და, პირველ რიგში, ეს არის განათლება".
ლევან კალანდაძის თქმით, მეორე აუცილებელი პირობაა დასაქმება, რომელსაც მხოლოდ სახელმწიფო სექტორი ვერ გასწვდება. საჭიროა, კერძო ბიზნესის გათავისუფლება, რათა ბიზნესსექტორმა გაზარდოს დასაქმებულთა ოდენობა, და მესამეა უცხოური ინვესტიციების გაზრდა. სხვა შემთხვევაში, ლევან კალანდაძის თქმით, საერთო ეროვნული სიკეთის წვდომის თვალსაზრისით მდგომარეობა არ გამოსწორდება.














კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი