მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-29
ძირითადი დამფინანსებელი - სახელმწიფო ბიუჯეტი: სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა. სტრატეგია საერთაშორისო დონორებთან, მრავალპროფილიან ინსტიტუტებთან, კერძო ფონდებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და 2014-2020 წლებისთვის საშუალოვადიანი სტრატეგიული მიმართულებებისა და ღონისძიებების ერთობლიობას წარმოადგენს.
დოკუმენტში ჩამოთვლილია გასატარებელი სტრატეგიული ღონისძიებები, 7 სტრატეგიული ამოცანის თანახმად. ესენია:
სტრატეგია 1: ფერმერთა და აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ამ მიმართულებით იგეგმება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარება. კერძოდ, გაუმჯობესდება მიწის რეგისტრაციისა და საკადასტრო რუკები, მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მთელი ფონდის ინვენტარიზაცია. ასევე დაგეგმილია ფერმერთა რეესტრის შექმნა, სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო და სალიზინგო სისტემის გაძლიერების შესაბამისი საშუალებების შექმნა ან განვითარება, სექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კოოპერატივების შექმნას, ასევე სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის საკითხს.
სტრატეგია 2: დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობა.
ამ მიმართულებით განზრახულია რეგიონებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პრიორიტეტულ დარგებში ინვესტირების გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა. აგრეთვე, ადგილწარმოშობის და გეოგრაფიული აღნიშვნის სქემისა და ქართული ბრენდების განვითარების, სათესი-სანერგე მასალის სერტიფიცირების პროცესის მხარდაჭერა. მოხდება მოსავლის აღების შემდგომი პროცესების, საწყობებისა და ოპერაციების განვითარების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელშეწყობის ამაღლება, საბაზრო ინფორმაციული სისტემის შექმნა სექტორში დასაქმებულთათვის. ეროვნული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია მარკეტინგული პროგრამების საშუალებით და სხვ.
სტარეგია 3: ინსტიტუციური განვითარება და ტრენინგი მოიცავს როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს პერსონალისა და ფერმერთა ცოდნის ამაღლების ღონისძიებებს.
სტრატეგია 4: რეგიონალური და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მოიცავს ირიგაციისა და დრენაჟის სისტემის გაუმჯობესებას, ფერმერული ბაზრების შექმნას.
სტრატეგია 5: სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგი, უმეტესად მცირე ზომის მეურნეობების ხელშეწყობით.
სტრატეგია 6: სასურსათო უვნებლობა, რაც ითვალისწინებს სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიის სისტემის ამოქმედებას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. ასევე ამ მიმართულებით იგეგმება ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება.
სტრატეგია 7: ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს დაცვის პროგრამების შემუშავება, ენდემური ჯიშების შენარჩუნება.
ამ ღონისძიებების დაფინანსება იგეგმება სახელმწიფო ბიუჯეტის, სესხებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტების მეშვეობით. გარკეული გათვლები კეთდება ასევე საერთაშორისო კერძო ინვესტიციების მოზიდვაზე.

რადიო "თავისუფლება"








ავტორი:  ნინო ევგენიძე


კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი