პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ვიდრე ყველა მინისტრი არ დაინიშნება, მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტში არ შევა.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ხმალაძემ აღნიშნა, პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის მთელი შემადგენლობა წარედგინება, თუმცა, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები, მათ შორის ახლად დანიშნულები, არიან არა მოვალეობის შემსრულებლები, არამედ მოქმედი მინისტრები. ხმალაძის განმარტებით, როცა საქმე მთავრობის 1ჰ3-ით განახლებას ეხება, ასეთ შემთხვევაზე კონსტიტუციის ის პუნქტები არ ვრცელდება, რაც ახლად არჩეული პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის ფორმირებისას მოქმედებს.
- საუბარია მთავრობის შემადგენლობის განახლებაზე, როცა მისი რაღაც ნაწილი შეიცვალა. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და არა მთავრობის ახალ შემადგენლობას. ამის შემდეგ პარლამენტში პროცესი 80-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად წარიმართება, რაც ნდობის გამოცხადებას ეხება. პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის მთელი შემადგენლობა წარედგინება, ოღონდ ამ მთავრობაში პრემიერ-მინისტრი და მინისტრები, მათ შორის ახლად დანიშნულები, არიან არა მოვალეობის შემსრულებლები, არამედ არიან მოქმედი, თანამდებობაზე მყოფი პრემიერ-მინისტრი და მინისტრები. თუ მათ პარლამენტი გამოუცხადებს ნდობას, არანაირი აქტი მათი თანამდებობაზე დანიშვის შესახებ არ გამოიცემა. თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა, მაშინ სულ სხვა პროცესი წავა - მთავრობის თავიდან ჩამოყალიბების პროცესი და ისინი მოვალეობის შემსრულებლებად გადაიქცევიან. ამ შემთხვევაში კი, როცა მთავრობა 1ჰ3-ით იცვლება, პარლამენტმა კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, რომ ეს მთავრობა სარგებლობს მისი ნდობით. ის ადასტურებს, ან არ ადასტურებს მთავრობისადმი ნდობას და მეტი არაფერი, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
პრემიათა ცვენა ბათუმში
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძისა და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ერმაკოვის მიერ მიღებულ პრემიებს აქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ანგარიში ხუთი თვის, 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით სამთავრობო უწყებებიდან მიღებულ მონაცემების მიხედვით წარმოადგინა. კვლევის მიხედვით ხუთ თვეში არჩილ ხაბაძემ 8 650 ლარი პრემიის სახით აიღო, ავთანდილ ბერიძემ ხუთ თვეში - 15 000 ლარი, ხოლო გიორგი ერმაკოვმა სამ თვეში - 5 535 ლარი.
- "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში 1 მილიონ ლარზე მეტი პრემიის სახით ბათუმის მერიის 471 თანამშრომელმა მიიღო.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გარდა პრემიები აღნიშნული უწყებების თანამშრომლებმაც მიიღეს: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, პრემია ხუთჯერ, 2014 წლის ინავრიდან მაისის ჩათვლით ყოველ თვეს იქნა გაცემული, 98 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიის მოცულობამ ჯამში 333 158 ლარი შეადგინა, სამინისტროებსა და ცალკეულ უწყებებში კი ოთხჯერ, იანვრიდან აპრილის ჩათვლით იქნა გაცემული. ყველაზე დიდი ოდენობით პრემია აჭარის აჰრ მთავრობაში გაიცა - 124 თანამშრომელზე 358 044 ლარი. ამავე პერიოდში განათლების, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრებმა თანაბარი ოდენობის პრემია 8160ჰ8160 ლარი მიიღეს. აჭარის აჰრ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტმა დავით ბალაძემ კი პრემიის სახით 7140 ლარი მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, პრემიების გაცემის მანკიერი პრაქტიკა გრძელდება, რაც კორუფციის საფრთხესა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებულ კითხვებს იწვევს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010