მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-23
ოშკის რესტავრაცია აზიზის მეჩეთისა და ახალციხის მედრესეს საპირწონედ

თურქულმა მხარემ ოშკის ტაძრის სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო პროექტები მოამზადა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხელოვნებათმცოდნე ირინე გივიაშვილმა განუცხადა, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროდან იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც იშხნის ტაძრის რეაბილიტაციაზე მეთვალყურეობას ახორციელებდა.
ირინე გივიაშვილი ასევე, თურქეთის თხოვნით, კონსულტირებას უწევდა ოშკის პროექტირების სამუშაოებს.
ხელოვნებათმცოდნის თქმით, ოშკის სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო პროექტების განხილვა უკვე მიმდინარეობს და საჩქაროა, რომ ამ განხილვებში ქართული მხარე მონაწილეობდეს.
"ახლა დროა, მოვითხოვოთ ამ პროექტის განხილვა ქართველ ექსპერტთა მონაწილეობით. ამის შემდეგ დაიწყება ოშკის ტაძრის რეაბილიტაცია, თუმცა, კონკრეტული დრო ჯერ უცნობია. რეაბილიტაციის დაწყება დამოკიდებული იქნება ორ ქვეყანას შორის საერთო კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზეც. თუ ჩვენ არ ვიღებთ ამაში მონაწილეობას, მაშინ თურქული მხარე თვითონ გადაწყვეტს, როდის დაიწყოს რესტავრაცია და ალბათ, ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით შეზღუდულად გვექნება. ჩვენი ჩართულობა დამოკიდებული იქნება იმაზე, ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის გაფორმდება თუ არა", - დასძინა ირინე გივიაშვილმა.
მან საქართველოსა და თურქეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ახლა გაყინულია.
ხელოვნებათმცოდნის თქმით, საერთო კულტურის ძეგლების რესტავრაცია-აღდგენის შესახებ საქართველოსა და თურქეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება განსაზღვრავს რა პასუხისმგებლობას აიღებს ქართული და თურქული მხარეები საკუთარი თუ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საერთო მემკვიდრეობის დაცვაზე.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ეს ქართული ტაძრებია და ეს თურქულმა მხარემ, ასევე საერთაშორისო აკადემიურ წრეებშიც კარგად იციან, მაგრამ როდესაც ეს პროტოკოლით იქნება გაფორმებული, საუბარი აღარ იქნება ამ ეკლესია-მონასტრების წარმომავლობის შესახებ. მოგეხსენებათ, ბოლო დროს არაერთხელ გამაღიზიანებლად აღინიშნა, რომ ეს არ არის ქართული კულტურის ძეგლები, არამედ სომხებს თავისი წილი აქვთ მათ მშენებლობაში. ეს ითქვა ოშკზე, იშხანზე, ბანაზე და ბევრს სხვა ტაძარზე, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა. სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულების გაფორმებით მათ სხვა სტატუსი ექნებათ და ამით ჩვენ ამ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. ამით ორი ქვეყანა ამ საერთო მემკვიდრეობას აღიარებს." დასძინა გივიაშვილმა.
მისივე თქმით, თურქული მხარე ხელშეკრულების გაფორმების პირობად ახალციხის მედრესზე უხეში ჩარევის გამოსწორების მოთხოვნას აყენებს, ასევე აზიზის მეჩეთის მშენებლობას.











კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი